ხალხური ტრადიციით კახისთავში დღეს მიცვალებულთა
მოხსენიების დღეა... ვფიქრობ სწორედ დღეს უნდა მოგიყვეთ ვარაბიონ ბაბაჯანაშვილის
შესახებ.
სამწუხაროდ ამ რამოდენიმე თვის უკან ვარაბიონი გარდაიცვალა. თავს ვალდებულად ვთვლი საზოგადოებას მისი ღვაწლის შესახებ მოვუყვე. დავწერო ის რისი მომსწრეც მე ვარ და რაც საბჭოთა იმპერიის დაშლის წინ უშუალოდ ჩემი მონაწილეობით მოხდა საინგილოში, კერძოდ კი კახში.
მოგეხსენებათ, რომ გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის
შემდეგ დაიწყო ე.წ. პერესტროიკა და საბჭოთა სისტემის ,,გაჰუმანურება“. ამ პერიოდში
ვარაბიონი კახის ნიზამის სახელობის ქართულ კოლმეურნეობაში თავმჯდომარედ მუშაობდა.
ის ძალზე განსხვავდებოდა საბჭოელი ჩინოვნიკებისაგან და ამ ე.წ. პერესტროიკის
გამოყენებით კოლმეურნეობაში რეფორმების განხორციელებას ცდილობდა. ამ მიმართულებით
მან შეძლო გლეხებისთვის ხეხილის ბაღების გასაშენებლად რამოდენიმე ათეული ჰექტარი მიწის ნაკვეთების
გრძელვადიანი იჯარით (ფაქტიურად კერძო საკუთრებაში) გადაცემა, ბოლო მოუღო
ტრადიციად ქცეულ კოლმეურნეობის ქონების მითვისებას, ქრთამის აღება-მიცემას, თანდათან
მმართველობის დემოკრატიული ფორმების დამკვიდრებაც მოახერხა (რა თქმა უნდა მისი
კოლმეურნეობის მასშტაბით), მოკლედ მისი
აქტიური და ენერგიული მოღვაწეობის შედეგად კოლმეურნეობას ძალზე გაეზარდა
შემოსავალი. მან შეძლო კოლმეურნეობის გაპარტახებული ბიუჯეტის მრავალჯერ გაზრდა. ის ცდილობდა ამ თანხების
სოფლისა და ქართული კულტურის განვითარებისათვის მოხმარებას.
მიუხედავად იმისა, რომ ვარაბიონი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო
და რაიონის პარტიული ხელმძღვანელების მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდიდა, ის აშკარად
პატრიოტულად იყო განწყობილი და აქტიურად ცდილობდა ჩვენს დახმარებას. კულტსახლში
მუშაობის დაწყების შემდეგ ხშირად გვქონდა საჭირბოროტო საკითხებზე საუბრები და ის
ყველა საკითხში უპირობო მხარდაჭერას მიცხადებდა. ეკლესიის საკითხზეც უყოყმანოდ თანხმობა
განაცხადა და საწყობიც გადაატანინა. ამის შემდეგ მას დაველაპარაკე და ვკითხე რა აზრის
იყო ამ ეკლესიის არა მუზეუმად არამედ დანიშნულების მიხედვით გამოყენებაზე, ანუ გარემონტებასა
და ამოქმედებაზე. მან ამ საქმეში თანადგომა
და სრული მხარდაჭერა აღმითქვა. ჩვენი მიზანი იყო რომ სარემონტო სამუშაოები აუცილებლად
ქართულ მხარეს, ანუ საქართველოს ძეგლთადაცვის განყოფილებას განეხორციელებინა. როგორც უკვე ვთქვი იმ
პერიოდში ჩვენი კუთხის დიდი მეგობარი გიორგი მარჯანიშვილი სწორედ ძეგლთადაცვაში
მუშაობდა და ეკლესიის შეკეთება-ამოქმედების საქმეში აქტიურად გვიჭერდა მხარს. გიორგი
მარჯანიშვილი დაელაპარაკა და შემდეგ მეც შემახვედრა ძეგლთადაცვის დეპარტამენტის მაშინდელ
თავმჯდომარე ირაკლი ციციშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ თუ
საინგილოდან ოფიციალური მოთხოვნა იქნებოდა, მაშინ დეპარტამენტი კახის წმინდა
გიორგის ეკლესიაში სარემონტო სამუშაოებს დაუყოვნებლივ დაიწყებდა. ოფიციალური
მოთხოვნა კი მხოლოდ ოფიციალურ ორგანიზაციას შეეძლო გაეგზავნა და თქვენ
წარმოიდგინეთ რა უტოპიურ ამოცანა იყო ეს მაშინ, რადგან საბჭოთა აზერბაიჯანის
ოფიციალურ სტრუქტურას ქრისტიანული ქართული ტაძრის აღდგენა უნდა მოეთხოვა...
მომდევნო წლის, ანუ 1989 წლის დასაწყისში (აპრილში. ეს ზუსტად მახსოვს, რადგან 9 აპრილის ამბავი კახში იმ დროს შევიტყვეთ, როდესაც რესტავრაციის
დაწყების წინ ეკლესიის შენობიდან სამრეკლოში გადმოგვქონდა ხატები და სხვა
საეკლესიო ნივთები) დაიწყო კაპიტალური სარემონტო სამუშაოები (მთლიანად გამოიცვალა
სახურავი და ის რკინა-ბეტონით გადაიფარა და შემდეგ გარედან თუნუქით გადაიხურა, შიგნით
დაიგო ბაზალტის ფილები. ზუსტად არ მახსოვს თუ რამდენ ხანს გაგრძელდა ეს რემონტი,
მგონი ერთ წლამდე.
მოკლედ, ვარაბიონი და ჩვენ ფაქტიურად ერთი გუნდი ვიყავით და ერთ საერთო საქმის ვაკეთებდით. პერესტროიკის შემდეგ კომუნისტური რეჟიმი ჯერ კიდევ ძლიერი იყო და ამის გათვალისწინებით ვარაბიონთან ერთგვარი სიტყვიერი შეთანხმება მქონდა - ის ღიად არ უნდა ჩართულიყო ქართული ინტერესების დაცვის საქმეში და კონფრონტაციაში არ უნდა შესულიყო რაიონის ხელისუფლებასთან, ამას ჩვენ ვაკეთებდით. პირადად მე არ ვთვლიდი საჭიროდ ვარაბიონსაც ღიად ემოქმედა (ამის არავითარი აუცილებლობა არ იყო, ეს სრული დეგენერატობა იქნებოდა, რადგან არავითარ შედეგს არ მოგვცემდა, პირიქით, უფრო გაგვირთულებდა საქმეს და ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა, რადგან მეორე დღესვე მას ან მოხსნიდნენ, ან რაიმე ფინანსური ბრალდებით დააპატიმრებდნენ და ამით დასრულდებოდა ყველაფერი).
დღეს ბევრი რამ აღარ მახსოვს კარგად, მაგრამ ერთი რამ უდავოა - რომ არა ვარაბიონი და მისი საკოლმეურნეო ბერკეტები, ვერც ვერაფერს მივაღწევდით. ეს ფაქტია! სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულებმა იციან ეს ყველაფერი და ვარაბიონის როლი იმდროინდელ საქმიანობაში საერთოდ მხოლოდ ვიწრო წრისთვის არის ცნობილი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ახლა მაინც დავწერო ეს ყველაფერი, მითუმეტეს, რომ ვარაბიონი აღარ არის ცოცხალი, მითუმეტეს რომ დროთა განმავლობაში ჩვენი გზებიც გაიყო და შეიძლება ითქვას მოწინააღმდეგებადაც კი ვიქეცით, მითუმეტეს რომ შემდეგ წლებში კახის ერთად-ერთი მოქმედი ეკლესიის ირგვლივ უამრავი არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა, მითუმეტეს რომ დღემდე ბევრ ადამიანს მხოლოდ ცალმხრივი დამოკიდებულება აქვს ვარაბიონის მიმართ, სწორედ ამიტომ ვარაბიონის გარდაცვალების დღიდან სულ ვფიქრობდი საჯაროდ გამომეტანა მისი ამაგი და როლი საინგილოს უახლოეს ისტორიაში, რის შესახებ ადამიანებს წარმოდგენაც კი არა აქვთ და რის შესახებაც ვიცი მხოლოდ მე და კიდევ რამოდენიმე ადამიანმა (ის, რომ საბჭოთა პერიოდში ჩვენ გვქონდა ერთგვარი ფარული შეთანხმება თუ არ მეშლება მხოლოდ ერთმა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა იცოდა მხოლოდ).
იმ წლებში როდესაც გიორგი მარჯანიშვილის თაოსნობით და გია კალანდაძის აქტიური დახმარებით ბოლოს და ბოლოს კახში შევქმენით დამოუკიდებელი ორგანიზაცია, დავაფუძნეთ გაზეთი რომლის საშუალებითაც აშკარად ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას. ასეთ სიტუაციაში ვარაბიონს არ გაუწყვეტია ჩემთან ურთიერთობა, უფრო პირიქით, მიუხედავად კაგებეს აქტიურობისა მას სამსახურიდან არ განუთავისუფლებივარ. ძალზე მეხმარებოდა და ხშირად თავის სამსახურეობრივ მანქანასაც კი მაძლევდა რეგიონის სოფლებში ჩასასვლელად და გაზეთისთვის მასალების მოსამზადებლად. შემდეგ როცა სიტუაცია დაიძაბა და ძალზე გართულდა თავისუფალად მოქმედება, მხოლოდ ამის შემდეგ, ისიც ჩემი თხოვნის და ჩემივე განცხადების საფუძველზე (ვიცოდი ჩემს გამო დიდი პრობლემები ექმნებოდა), შეიძლება ითქვას ჩემი დაჯინებული თხოვნის მერე (ზაურ ბაირამაშვილია ამ ყველაფრის მოწმე) თანხმობა განაცხადა კულტსახლიდან ჩემს წასვლაზე, ჩემს მაგიერ კი ჩემს მიერვე შერჩეული ადამიანი დანიშნა.
ის დღეს აღარ არის ცოცხალი და ამიტომ ათმაგად მოვალე ვიყავი მეთქვა ეს ყველაფერი და საზოგადოების წინაშე მისი დამსახურება წარმომეჩინა. რთული პერიოდი იყო მაშინ და უფრო რთული მომდევნო წლებში, რომელიც დღესაც ობიექტურ-სუბიექტური მიზეზების შედეგად სულ უფრო და უფრო რთულდება. ძნელია ადამიანმა ისე იცხოვროს, რომ ერთი შეცდომაც კი არ დაუშვას, ჩვენ ყველანი ცოდვილნი ვართ და ყველანი ვუშვებთ შეცდომებს. ვარაბიონი ნამდვილად იყო პატრიოტი და ჩვენი გაპარტახებული კუთხის გულშემატკივარი, ის რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ ცხადზე ცხადად ადასტურებებს ამას და ეს მართლაც ასეა. რაც შეეხება გვიანდელ მოვლენებს, უბრალოდ იმ დროს სიტუაციას ბევრმა ვერ აუღო ალღო. ვერ გაიაზრა, რომ კრემლის მხარდაჭერით ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის დღიდან საინგილოშიც ძალზე არასახარბიელო, რთული და კარდინალურად განსხვავებული სიტუაცია შეიქმნა. ბევრმა, მათ შორის ვარაბიონმაც ყოველგვარი კორექტირების გარეშე გააგრძელეს მოღვაწეობა, არადა ის პერიოდი საბჭოთა ნომენკლატურის რევანშის პერიოდი იყო არამარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანშიც (აქაც დაამხეს ელჩი-ბეის ხელისუფლება). სწორედ ამ მიზეზის გამო ბევრი შეცდომები იქნა დაშვებული... ეს ცალკე თემაა და აქ ამაზე მეტს ვეღარ დავწერ.
სიმართლე სინათლეა და ვისაც ეს სინათლე თვალს მოსჭრის ეს მისი პრობლემაა, მიუხედავად ჩემი და ვარაბიონის შემდგომი საპირისპირო პოზიციებისა, რთული ურთიერთობისა მე პატივს ვცემ ვარაბიონ ბაბაჯანაშვილს და ამიტომაც მინდა რომ ფართო საზოგადოებამ (განსაკუთრებით კახში) იცოდეს მისი ღვაწლის შესახებ, რათა ნეგატიურ ჭრილში არ შეაფასოს მისი მოღვაწეობა. ის ღვაწლი რაზედაც ამ წერილში ვისაუბრე ცალსახად ადასტურებს, რომ ის ღმერთის წინაშე მართლალი წარსდგა - მის ამ ღვაწლთან შედარებით სხვა დანარჩენი, თუნდაც მისი არასწორი ნაბიჯები, უბრალოდ წვრილმანია. სწორედ ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ ამ თემებით სპეკულაცია არ არის კაცური საქციელი. მე ძალზე კრიტიკულად ვიყავი გამწყობილი მისი მეორე პერიოდის მოღვაწეობის მიმართ. ხშირად ღიად დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია (პირადად მასთანაც), მაგრამ როცა ადამიანი იქვეყნად მიდის, მაშინ ამქვეყანად დარჩენილნი მოვალენი ვართ გულწრფელად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე გადავხედოთ გარდაცვლილის ცხოვრება-მოღვაწეობას, გავაანალიზოთ, თავიდან მოვიცილოთ აკვიატებული და გაზვიადებული რაღაც სტერეოტიპები, წარსულს სუფთა გულით და თვალით გადავხედოთ. ასეთი მიდგომით აუცილებლად დავინახავთ და დავაფასებთ ადამიანის ამაგს.
სამწუხაროდ ამ რამოდენიმე თვის უკან ვარაბიონი გარდაიცვალა. თავს ვალდებულად ვთვლი საზოგადოებას მისი ღვაწლის შესახებ მოვუყვე. დავწერო ის რისი მომსწრეც მე ვარ და რაც საბჭოთა იმპერიის დაშლის წინ უშუალოდ ჩემი მონაწილეობით მოხდა საინგილოში, კერძოდ კი კახში.
![]() |
| კახის წმ. გიორგის ეკლესია, 1989 წელი |
ის უშუალო და რბილი პიროვნება იყო და მკვეთრად
განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი მისი კოლეგებისაგან. თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ
ასეთ ურთიერთობას შეუჩვეველ ადამიანთა გარკვეული კატეგორია სასტიკად
უპირისპირდებოდა მას. არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ იმ დროისთვის ის ერთად-ერთი ჩინოვნიკი გახლდათ რაიონში, რომელიც ცდილობდა სამართლიანობის დაცვას და
ადამიანებისადმი თანასწორ მიდგომას, რაც მედროვე ადამიანებში დიდ გაღიზიანებას იწვევდა და შესაბამისად მასზე უამრავი ცილისწამება ვრცელდებოდა მაშინ.
80-იანი წლების დასაწყისში ვცდილობდი თანამოაზრეთა
ჯგუფის შემოკრებას და ამ მიზნით საესტრადო მუსიკალური ანსამბლის შექმნა ძალზე
ეფექტური საშუალებად მეჩვენებოდა. ანსამბლი ერთგვარი საშუალება იყო რაღაც
პოლიტიკური გაერთიანების მაგვარის შესაქმნელად და მეც იმ პერიოდში ვცდილობდი
აქტიური და პატრიოტულად განწყობილი ადამიანების ამ ე.წ. ანსამბლის ირგვლივ
გაერთიანებას. აღსანიშნავია რომ პირველად ამ საქმეში კახისთავის კოლმეურნეობის
თავმჯდომარე ბატონი რეზო ტარტარაშვილი დამეხმარა, რომელმაც შესაკრებად და სარეპეტიცოდ ცალკე
ოთახი გამოგვიყო და მე როგორც ხელმძღვანელს სპეცილური შტატიც კი დამინიშნა (ასეთი
შტატი მთელი რეგიონის არც ერთ კოლმეურნეობაში არ ყოფილა იმ დროს). გარკვეული დროის
შემდეგ, აღარ მახსოვს ზუსტად, მგონი შვიდი-რვა თვის შემდეგ ვარაბიონი გახდა
ნიზამის სახ. კოლმეურნეობის თავმჯდომარე და მასთან გასაუბრების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში კეგებეს მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი,
მან თავის კოლმეურნეობის კულტსახლში მიმიღო, სპეციალური შტატიც კი დაუშვა ამისთვის და . იმდროისთვის საკმაოდ კარგი
და ძვირადღირებული ინსტრუმენტებიც შეგვიძინა.
ამ საკითხებზე აუცილებლად დავწერ ცალკე და შეძლებისდაგვარად გავიხსენებ იმ
დროინდელ მოვლენებს, ახლა კი თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ
უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელსაც კახში ეკლესიის ამოქმედება ჰქვია. დღევანდელი
მოქმედი ეკლესიის შენობა საბჭოთა პერიოდში, მღვდლების გაძევების შემდეგ კოლმეურნეობის
საწყობად იყო გადაკეთებული და პერესტროიკამდე ასეთად რჩებოდა (ეკლესიის ერთ ნაწილში
ბიბლიოთეკაც იყო განთავსებული. მანამდე კი კინოკლუბად იყენებდნენ). ეკლესიის შენობა ძალზე მძიმე
მდგომარეობაში იმყოფებოდა (ადრე თუ გვიან ის აუცილებლად ჩამოინგრეოდა და
ამიტომ მე და ჩემი მეგობრები რამოდენიმე წელი, ეთნოგრაფიული მუზეუმის დაფუძნების
საბაბით, ვცდილობდით ეკლესიის შენობაში
არსებული საწყობის გაუქმების მიღწევას. იმ პერიოდში ეს არც თუ ისე ადვილი იყო.
საქართველოდან ყველანაირ დახმარებას გიორგი მარჯანიშვილი მიწევდა (რომელიც მაშინ
საქართველოს ძეგლთადაცვის განყოფილებაში მუშაობდა). თუ არ მეშლება ეს ყველაფერი 1985-87
წლებში ხდებოდა (ზუსტად არ მახსოვს).
![]() |
| კახის წმ. გიორგის ეკლესია, 1989 წელი |
დავბრუნდი თბილისიდან და ცალკე შევხვდი ვარაბიონს.
ავუხსენი ვითარება და მანაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე თანხმობა განაცხადა.
თანხმობა განაცხადა არა მარტო ოფიციალურ მიმართვაზე, არამედ ამ რემონტის
დაფინანსებაზეც (აღარ მახსოვს 20 თუ 30 ათასი საბჭოთა რუბლი ჯდებოდა). სულ მალე
კოლმეურნეობის სახელით საქართველოს ძეგლთა
დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის სახელზე მართლაც გაკეთდა ოფიციალური თხოვნა-მიმართავა, რომელიც თუ არ
მეშლება ჩავიტანე თბილისში და გიორგი მარჯანიშვილს გადავეცი. ეს ყველაფერი
ვარაბიონ ბაბაჯანაშვილის წყალობით ძალზე ოპერატიულად გაკეთდა და საქართველოს
ძეგლთადაცვის დეპარტამენტმაც კახში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. აქვე
აღსანიშნავია, რომ ეს დღემდე უპრეცედენტო შემთხვევაა და საქართველოს ფარგლებს
გარეთ ქართული ეკლესიის ერთპიროვნულად ქართული მხარის მიერ აღდგენის ერთად-ერთი შემთხვევაა. ასეთი რამ
დღესაც კი წარმოუდგენელია, და ეს დიდწილად ვარაბიონის დამსახურებაა, რა თქმა უნდა
ურთიერთშეთანხმებული და სწრაფი მოქმედების გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელი
იქნებოდა, მაგრამ ამ საკითხში მთავარი მაინც ვარაბიონის აქტიური და მიზანმიმართული თანამშრომლობა იყო.
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, აი, ასეთ ვითარებაში
ვარაბიონმა მართლაც გმირობა ჩაიდინა და რაიონის შოვინისტ-კომუნისტ
ხელმძღვანელებისგან დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად
კოლმეურნეობის სახელით ოფიციალურად მიმართა საქართველოს კულკულტურის სამნისტროს. ფაქტია, რომ არა ვარაბიონ
ბაბაჯანაშვილის ეს ნაბიჯი, დიდი ალბათობით დღეს საინგილოში ეს ერთად-ერთი მოქმედი
ეკლესიაც არ იქნებოდა (ობიექტურობისთვის დავსძენ რომ, იმ პერიოდში საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აღზევებას განიცდიდა, ხოლო აზერბაიჯანში კომუნისტური რეჟიმი კი მორყეული და დასუსტებული იყო).
პარალელურად აქტიურად ვმუშაობდით ეკლესიის
ასამოქმედებლად, რამაც შედეგი გამოიღო და 1988 წელს საპატრირქომ გამოაგზავნა
პირველი მღვდელი დეკანოზი დიმიტრი სუხიტაშვილი. მამა დიმიტრი ჩამოვიდა კახში და
აქტიურად დაიწყო მუშაობა ეკლესიის
შენობის კანონიკურ სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოსაყვანად. მაშინ რესტავრაციის საქმე ჯერ არ იყო ბოლომდე მოგვარებული და
ამიტომ მიმდინარეობდა ელემეტარული გაწმენდა-დასუფთავება და აუცილებელი სარემონტო
საქმუშაოები. ამ სამუშაოებში თითქმის მთელი სოფელი იყო ჩართული. ვარაბიონი კოლმეურნეობის საფინანსო და სატრანსპორტო საშუალებებით დიდი
მონდომებით და აქტიურად გვეხმარებოდა და ამ დახმარებას ეკლესიის დროულად
ასამოქმედებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. რასაც მამა დიმიტრი მოითხოვდა და
სჭირდებოდა ვარაბიონი ყოველგვარი შეფერხების გარეშე ამარაგებდა მას.
როდესაც დაიდგა კანკელი და ეკლესიის შენობა
მეტნაკლებად მოწესრიგდა, კოლმეურნეობამ ეკლესიას შეუძინა საყოფაცხოვრებო ნივთები, სკამები,
ეკლესიის ინტერიერში გასაშლელი ხალიჩები და მრავალი სხვადასხვა წვრილმანი ნივთები.
ბოლოსდაბოლოს რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ, როგორც იქნა გაიმართა პირველი წირვა,
მოინათლა მრავალი ადამიანი...
![]() |
| კოლექტიური ნათლობა, კახის წმ გიორგის ეკლესია, 1989 წელი |
ასევე აღსანიშნავია, რომ როდესაც ვარაბიონს
შევთავაზე ეკლესიის ეზოში არსებული
საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის სრული განახლება, ის ამაზეც სიხარულით დამთანხმდა.
კოლმეურნეობამ სულ მალე გადარიცხა თანხები დმანისის კარიერში და იქიდან ათასობით
საბჭოთა რუბლის ღირებულების (ზუსტად აღარ მახსოვს) ბაზალტის ფილები და ბორდიურები
ჩამოვიტანეთ. ასევე 10 თუ 15 ათასი გადაირიცხა თემურ სულხანიშვილის სამჭედლოში
(თბილისის კომბინატში) ხელით ნაკეთი დეკორატიული მოაჯირებისათვის (რომელთანაც გიორგი
მარჯანიშვილმა დამაკავშირა). ვაპირებდით საფლავის ქვების განახლებას (ასევე გიორგი
მარჯანიშვილის თხოვნით პროექტი გააკეთა ნინო ბაგრატიონმა). ეს ყველაფერი ჩამოვიტანეთ კახში, იგეგმებოდა
კულტსახლის წინ, ეზოში ბაღის გაკეთება (ამის პროექტიც თბილისიდან ჩამოვიტანე),
რისთვისაც აგრეთვე დმანისიდან ჩამოვიტანეთ ბორდიურები. სამწუხაროდ საქართველოს
ეროვნული ხელისუფლების დამხობისა და საქართველოში დაწყებული სისხლიანი პუტჩმა ეს
ჩვენი გეგმები დაასამარა.
მოკლედ, ვარაბიონი და ჩვენ ფაქტიურად ერთი გუნდი ვიყავით და ერთ საერთო საქმის ვაკეთებდით. პერესტროიკის შემდეგ კომუნისტური რეჟიმი ჯერ კიდევ ძლიერი იყო და ამის გათვალისწინებით ვარაბიონთან ერთგვარი სიტყვიერი შეთანხმება მქონდა - ის ღიად არ უნდა ჩართულიყო ქართული ინტერესების დაცვის საქმეში და კონფრონტაციაში არ უნდა შესულიყო რაიონის ხელისუფლებასთან, ამას ჩვენ ვაკეთებდით. პირადად მე არ ვთვლიდი საჭიროდ ვარაბიონსაც ღიად ემოქმედა (ამის არავითარი აუცილებლობა არ იყო, ეს სრული დეგენერატობა იქნებოდა, რადგან არავითარ შედეგს არ მოგვცემდა, პირიქით, უფრო გაგვირთულებდა საქმეს და ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა, რადგან მეორე დღესვე მას ან მოხსნიდნენ, ან რაიმე ფინანსური ბრალდებით დააპატიმრებდნენ და ამით დასრულდებოდა ყველაფერი).
დღეს ბევრი რამ აღარ მახსოვს კარგად, მაგრამ ერთი რამ უდავოა - რომ არა ვარაბიონი და მისი საკოლმეურნეო ბერკეტები, ვერც ვერაფერს მივაღწევდით. ეს ფაქტია! სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულებმა იციან ეს ყველაფერი და ვარაბიონის როლი იმდროინდელ საქმიანობაში საერთოდ მხოლოდ ვიწრო წრისთვის არის ცნობილი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ახლა მაინც დავწერო ეს ყველაფერი, მითუმეტეს, რომ ვარაბიონი აღარ არის ცოცხალი, მითუმეტეს რომ დროთა განმავლობაში ჩვენი გზებიც გაიყო და შეიძლება ითქვას მოწინააღმდეგებადაც კი ვიქეცით, მითუმეტეს რომ შემდეგ წლებში კახის ერთად-ერთი მოქმედი ეკლესიის ირგვლივ უამრავი არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა, მითუმეტეს რომ დღემდე ბევრ ადამიანს მხოლოდ ცალმხრივი დამოკიდებულება აქვს ვარაბიონის მიმართ, სწორედ ამიტომ ვარაბიონის გარდაცვალების დღიდან სულ ვფიქრობდი საჯაროდ გამომეტანა მისი ამაგი და როლი საინგილოს უახლოეს ისტორიაში, რის შესახებ ადამიანებს წარმოდგენაც კი არა აქვთ და რის შესახებაც ვიცი მხოლოდ მე და კიდევ რამოდენიმე ადამიანმა (ის, რომ საბჭოთა პერიოდში ჩვენ გვქონდა ერთგვარი ფარული შეთანხმება თუ არ მეშლება მხოლოდ ერთმა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა იცოდა მხოლოდ).
იმ წლებში როდესაც გიორგი მარჯანიშვილის თაოსნობით და გია კალანდაძის აქტიური დახმარებით ბოლოს და ბოლოს კახში შევქმენით დამოუკიდებელი ორგანიზაცია, დავაფუძნეთ გაზეთი რომლის საშუალებითაც აშკარად ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას. ასეთ სიტუაციაში ვარაბიონს არ გაუწყვეტია ჩემთან ურთიერთობა, უფრო პირიქით, მიუხედავად კაგებეს აქტიურობისა მას სამსახურიდან არ განუთავისუფლებივარ. ძალზე მეხმარებოდა და ხშირად თავის სამსახურეობრივ მანქანასაც კი მაძლევდა რეგიონის სოფლებში ჩასასვლელად და გაზეთისთვის მასალების მოსამზადებლად. შემდეგ როცა სიტუაცია დაიძაბა და ძალზე გართულდა თავისუფალად მოქმედება, მხოლოდ ამის შემდეგ, ისიც ჩემი თხოვნის და ჩემივე განცხადების საფუძველზე (ვიცოდი ჩემს გამო დიდი პრობლემები ექმნებოდა), შეიძლება ითქვას ჩემი დაჯინებული თხოვნის მერე (ზაურ ბაირამაშვილია ამ ყველაფრის მოწმე) თანხმობა განაცხადა კულტსახლიდან ჩემს წასვლაზე, ჩემს მაგიერ კი ჩემს მიერვე შერჩეული ადამიანი დანიშნა.
ის დღეს აღარ არის ცოცხალი და ამიტომ ათმაგად მოვალე ვიყავი მეთქვა ეს ყველაფერი და საზოგადოების წინაშე მისი დამსახურება წარმომეჩინა. რთული პერიოდი იყო მაშინ და უფრო რთული მომდევნო წლებში, რომელიც დღესაც ობიექტურ-სუბიექტური მიზეზების შედეგად სულ უფრო და უფრო რთულდება. ძნელია ადამიანმა ისე იცხოვროს, რომ ერთი შეცდომაც კი არ დაუშვას, ჩვენ ყველანი ცოდვილნი ვართ და ყველანი ვუშვებთ შეცდომებს. ვარაბიონი ნამდვილად იყო პატრიოტი და ჩვენი გაპარტახებული კუთხის გულშემატკივარი, ის რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ ცხადზე ცხადად ადასტურებებს ამას და ეს მართლაც ასეა. რაც შეეხება გვიანდელ მოვლენებს, უბრალოდ იმ დროს სიტუაციას ბევრმა ვერ აუღო ალღო. ვერ გაიაზრა, რომ კრემლის მხარდაჭერით ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის დღიდან საინგილოშიც ძალზე არასახარბიელო, რთული და კარდინალურად განსხვავებული სიტუაცია შეიქმნა. ბევრმა, მათ შორის ვარაბიონმაც ყოველგვარი კორექტირების გარეშე გააგრძელეს მოღვაწეობა, არადა ის პერიოდი საბჭოთა ნომენკლატურის რევანშის პერიოდი იყო არამარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანშიც (აქაც დაამხეს ელჩი-ბეის ხელისუფლება). სწორედ ამ მიზეზის გამო ბევრი შეცდომები იქნა დაშვებული... ეს ცალკე თემაა და აქ ამაზე მეტს ვეღარ დავწერ.
და ბოლოს, აუცილებელია დღევანდელმა ახალგაზრდობამ
იცოდეს წინა თაობის როგორც წარმატებები და ასევე შეცდომები, რათა თვითონ იაროს
სწორი გზით და შეეცადოს წინა თაობის შეცდომები აღარ გაიმეოროს.
და კიდევ, არ შემიძლია არ ვთქვა - ვარაბიონი არ იყო
,,მყვირალა“ კაცი, თავის წარმოჩენაზე არ ზრუნავდა და სახელზეც არ ,,მუშაობდა“ (ესეც მის
დიდსულოვნებაზე მეტყველებს), სწორედ ამის და შემდეგში დაშვებული შეცდომების გამო
მისი საქმიანობის შესახებ ბევრს არასწორი წარმოდგენა გააჩნია დღემდე. ბევრი მხოლოდ
მისი ბოლოდროინდელი საქმიანობით აფასებს მის მოღვაწეობას და საერთოდ არ იცნობს მის
საბჭოთადროინდელ საქმიანობას.
სიმართლე სინათლეა და ვისაც ეს სინათლე თვალს მოსჭრის ეს მისი პრობლემაა, მიუხედავად ჩემი და ვარაბიონის შემდგომი საპირისპირო პოზიციებისა, რთული ურთიერთობისა მე პატივს ვცემ ვარაბიონ ბაბაჯანაშვილს და ამიტომაც მინდა რომ ფართო საზოგადოებამ (განსაკუთრებით კახში) იცოდეს მისი ღვაწლის შესახებ, რათა ნეგატიურ ჭრილში არ შეაფასოს მისი მოღვაწეობა. ის ღვაწლი რაზედაც ამ წერილში ვისაუბრე ცალსახად ადასტურებს, რომ ის ღმერთის წინაშე მართლალი წარსდგა - მის ამ ღვაწლთან შედარებით სხვა დანარჩენი, თუნდაც მისი არასწორი ნაბიჯები, უბრალოდ წვრილმანია. სწორედ ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ ამ თემებით სპეკულაცია არ არის კაცური საქციელი. მე ძალზე კრიტიკულად ვიყავი გამწყობილი მისი მეორე პერიოდის მოღვაწეობის მიმართ. ხშირად ღიად დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია (პირადად მასთანაც), მაგრამ როცა ადამიანი იქვეყნად მიდის, მაშინ ამქვეყანად დარჩენილნი მოვალენი ვართ გულწრფელად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე გადავხედოთ გარდაცვლილის ცხოვრება-მოღვაწეობას, გავაანალიზოთ, თავიდან მოვიცილოთ აკვიატებული და გაზვიადებული რაღაც სტერეოტიპები, წარსულს სუფთა გულით და თვალით გადავხედოთ. ასეთი მიდგომით აუცილებლად დავინახავთ და დავაფასებთ ადამიანის ამაგს.
არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ის რასაც ამ წერილში ვწერ, მინდოდა მის გარდაცვალებამდე საჯაროდ დამეფიქსირებინა,
რათა ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა მისი ცხოვრების ბოლო თვეები, მაგრამ სამწუხაროდ
ვერ მოვასწარი...
ღმერთმა
ნათელში ამყოფოს იმისი სული.
მალხაზ ნუროშვილი
კახი, 29 აგვისტო, 2013 წელი
მალხაზ ნუროშვილი
კახი, 29 აგვისტო, 2013 წელი



No comments:
Post a Comment