by Malkhaz Nuroshvili on 2011 წლის 25 02, პარასკევი, 11:34-ზე
| მამა იოანე (აბასაშვილი) |
როდესაც მამა იოანე (აბასაშვილი) კახის ეკლესიაში, გაამწესეს (2002 წელი, კახის მოქმედი ეკლესია ძალზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა
(განსაკუთრებით სამეურნეო კუთხით). მარტო იმას აღნიშვნაც კი საკმარისია, რომ მღვდლებს, პატარა საცხოვრებელი ოთახიც კი არ გააჩნდათ (2002 წლამდე ყველა წინამძღვარი ან ქირით ცხოვრობდა ან ჩამოდიოდა, ატარებდა წირვა-ლოცვას და უკან საქართველოში ბრუნდებოდა).
(განსაკუთრებით სამეურნეო კუთხით). მარტო იმას აღნიშვნაც კი საკმარისია, რომ მღვდლებს, პატარა საცხოვრებელი ოთახიც კი არ გააჩნდათ (2002 წლამდე ყველა წინამძღვარი ან ქირით ცხოვრობდა ან ჩამოდიოდა, ატარებდა წირვა-ლოცვას და უკან საქართველოში ბრუნდებოდა).
მას აღმშენებლობის საოცარი უნარი გააჩნია. მოკლე დროში მან შეჰსძლო სიტუაციის კარდინალურად შეცვლა. ეკლესიის ტერიტორიაზე არსებული ძველი შენობა შეაკეთა და იქ კელიები მოაწყო. შემდეგ ეკლესიის მეზობლად მდებარე სახლი შეიძინა, შეაკეთა და კეთილმოაწყო. ააშენა ქართული პურის საცხობი (ყველა გაჭირვებულს პურს უფასოდ ურიგებდა). სანთლის ჩამოსასხმელი პატარა საამქრო. სანთლები ყველა მლოცველს უფასოდ ეძლეოდა.
ცდილობდა ეკლესიის ტერიტორიის გაფართოებას. მუნიციპალიტეტისაგან შეიძინა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და აპირებდა საკვირაო სკოლისა და სხვა და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობას. (მისი გადაყვანის შემდეგ ეკლესიამ დაკარგა ეს ტერიტორია და არა მარტო ტერიტორია…).
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ მას აქტიური ურთიერთობები ჰქონდა მთელი რაიონის ქართულ სოფლებთან (სწორედ მისი დმსახურებაა, ს. მეშაბაშის, ს. ქოთოქლოს ეკლესიების შეკეთება და იქ ხატების შეტანა (ქოთოქლოსა და ალიბეგლოს ეკლესიებში კანკელების დაყენა და პერიოდულად წირვების გადახდა). კარგი ურთერთობა ჰქონდა აზერბაიჯანულ მოსახლეობასთანაც.
სწორედ მისი დამსახურებაა ალიბეგლოს ეკლესიის ამოქმედების სტიმულირება და ეკლესიის შეკეთების დაწყება, უფრო მეტიც, მისი მცდელობით, ჯერ კიდევ 2006-ში (თარიღი შეიძლება მეშლებოდეს) ალიბეგლოში მღვდელიც კი დაინიშნა (მამა კახაბერი).
მამა იოანე აქტიურად ცდილობდა, ქურმუხის დიდი საყდრის აღდგენა (რომელსაც აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო ანხორციელებდა) ეკლესიის უშუალო ზედამხედველობით წარმართულიყო. (რამდენად გამოუვიდა მარტოდ-მარტოს ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია ეკლესია მთლიანად ალაბანური ,,პირველსახით” რომ ვერ ,,აღადგინეს” ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურებაა!)
სწორედ მისი კახში მოღვაწეობის პერიოდს დაემთხვა, კულტურის სამინისტროს მხრიდან დიდი საყდრის ტურისტულ ობიექტად გადაკეთების მცდელობები და პროვოკაციები. რომ არა მისი პირადი მხარდაჭერა მოსახლეობას შორის ექსცესები გარდაუვალი იქნებოდა (მისი მხარდაჭერით შევძელით ქართულ და აზერბაიჯანულ მოსახლეობაში არსებული დაძაბულობის განეიტრალება).
რომ არა მამა იოანე, კულტურის სამინისტროს უკვე დიდი ხანია განხორციელებული ექნებოდა თავისი ბოლშევიკური პროექტი და დღეს დიდი საყდარიც მუზეუმად იქნებოდა გადაკეთებული (კახის ცენტრში მდებარე ,,პატარა ალავერდის” წმ. გიორგის ეკლესიის მასგავსად).
აი ასეთი ადამიანი, რომელსაც ყველა ეკლესია თუ კუთხე ინატრებდა, 2006 წლის დასაწყისში, მოულოდნელად, მრევლისთვის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს საქართველოში. ეს ძალზე დიდი დარტყმა იყო ქრისტიანული მისიისათვის საინგილოში. მიზეზებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი-გადაყვანამდე სულ რაღაც 6-8 თვის წინ, გაწეული სამუშაოებისათვის, პატრიარქმა ის ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა და შემდეგ რა მოხდა ვერ გეტყვით, თუმცა ძალზე ბევრისმთქმელია ის ფაქტი, რომ მამა იოანეს გადაყვანის შემდეგ, ქართველი ქრისტიანების მხრიდან, დიდი საყდრის თაობაზე, არც ერთი განცხადება აღარ გაგზავნილა ცენტრალურ ხელისუფლებაში და ყველაფერი რაღაც გაყინულ რეჟიმში გადავიდა და დღესაც ისევ გაურკვევლობაა.
დღეს მამა იოანე ვეჯინის მონასტერში განაგრძობს მოღვაწეობას.
ეკლესიებისა და კახის პეიზაჟების ფოტოების უმრავლესობა მისი გადაღებულია
იგი მეხმარებოდა ჩვენებური ძველი წინდების სახეების შეგროვებაში, კულტურის ცენტრშიხალხური სიმღერებისა და საგალობლების წრეების ბავშვებთან მუშაობაში. ცდილობდაბავშვებიც ჩაერთო წირვა-ლოცვებში და ბერი სხვა რამ.
მალხაზ ნუროშვილი
კახი 25.02.2011
No comments:
Post a Comment