by Malkhaz Nuroshvili on 2011 წლის 24 02, ხუთშაბათი, 0:14-ზე
იცით რა, არა მგონია მთლად მასე იყოს საქმე, თვითონ ის ფაქტი, რომ საკუთარი თავისა და ერის მიმართ შესაძლებელია ასე კრიტიკულად საუბარი საჯაროდ (საქართველოში ბევრი იწერება, იმართება დისკუსიები ასეთ თემებზე), უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნამდვილად განვსხვავდებით თქვენ მიერ ჩამოთვლილი ერებისაგან.
საზოგადოება ნამდვილად არ არის ერთგვაროვანი და ყველაფრის განზოგადება მე
მგონი არ არის სწორი. თუ ვინმე (ან ხელისუფლებიდან ან და საზოგადოების რომელიმე ჯგუფი, თუნდაც ელიტარული), ცდილობს ეროვნული უმცირესობის შევიწროებას, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი საზოგადოებაა დამნაშავე და მითუმეტეს მთელი ერი (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ძირითადად საუბრობენ ხოლმე ისეთ საკითხებზე რომელთაც შოვინისტურ ელფერი გადაჰკრავთ, რომელიც, ჩამოთვლილი ერების საზოგადოებრივ-პოლიტიკური წრეებისაგან განსხვავებით, საუბრების იქით აღარც მიდის ხოლმე)
მგონი არ არის სწორი. თუ ვინმე (ან ხელისუფლებიდან ან და საზოგადოების რომელიმე ჯგუფი, თუნდაც ელიტარული), ცდილობს ეროვნული უმცირესობის შევიწროებას, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი საზოგადოებაა დამნაშავე და მითუმეტეს მთელი ერი (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ძირითადად საუბრობენ ხოლმე ისეთ საკითხებზე რომელთაც შოვინისტურ ელფერი გადაჰკრავთ, რომელიც, ჩამოთვლილი ერების საზოგადოებრივ-პოლიტიკური წრეებისაგან განსხვავებით, საუბრების იქით აღარც მიდის ხოლმე)
ქართველი ერი ყველაფერთან ერთად, სწორედ შემწყნარებლობით განხვავდება უახლოესი მეზობლებისგან. მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქართველი ვარ, არამედ საქართველოს ქართველებისგან განსხვავებით ყოველდღე საკუთარ ტყავზე ვგრძნობ ამ განსხვავებას.
ფაქტი ერთია, უახლოეს მეზობლობაში თუ სადმე ქართველები ცხოვრობენ, ისინი ემიგრირებულნი არ არიან და იქ ისტორიიული კატაკლიზმების შედეგად აღმოჩნდნენ ტერიტორიასა და ისტორიულ-კულტურულ ძეგლებთან ერთად. Yველგან ნახავ ძალადობრივად ასმილირებულ ქართულ სოფლებს და რეგიონებსაც კი და ეს პროცესები დღესაც გრძელდება. Dდაიჯერებს ვინმე, რომ 21 საუკუნეში, ქართველს ბავშვისთვის ქართული სახელი დარქმევას ეკრძალებოდეს (მაგ. ზაქათალა-ბელაქნის ქარველებს) ან და ქართულ სოფლებში ქართული წიგნების ან გაზეთების შეტანა უდიდეს სირთულეს წარმოადგენდეს? Aან და უდიდესი მადლის მქონე ეკლესიის (არა ერთ-ერთის, არამედ ერთად-ერთის) ჩამორთმევა 21 საუკუნეში დასაჯერებელია?
წარმოსადგენია ასეთი რამ საქართველოში? განა წარმოსდგენია ის, რომ რომელიმე ეროვნულ უმცირესობებს ართმევდნენ და ითვისებდნენ მთელ (არა ერთს ან თუნდაც ოცს) მათს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდპეობას? ძალით ცდილობდნენ მათ გაქართველებას?
მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ, ვცხოვრობ საინგილოში და მიუხედავად დაუჯერებელი, გამაოგნებელი ხელოვნურად შექმნილი წარმოუდგენელი პრობლემებისა, არასოდეს არ გავბოროტებულვარ, რადგან ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების შოვინისტ წარმომადგენელთა ,,ნაღვაწს” არ ვაბრალებ მთელს ერს (მიუხედავად იმიმისა, რომ აქ, ამ ქვეყნის საზოგადოებაში, ვერსად ვერ მოისმენთ ან წაიკითხავთ გაბატონებული შოვინისტური დოქტრინების საპირისპირო აზრს, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია!) პირიქით, პირადად ჩემთვის ქართველობა არა ჩვენი წარსულის ანდა დიდი კულტურის გამოა საამაყო, არამედ სწორედ იმიტომ რომ ქართველები და საქართველო არ ავიწროებდა და დევნიდა სხვა ერის წარმომადგენლებს, არ ცდილობდა მათ ძალით ასიმილირებას, რაც თავისთავად ერის დიდი კულტურისა და ისტორიის დამადასტურებელია. (ეს ფაქტია, ხოლო ერთეული შემთხვევები, სწორედაც, რომ იმ ანდაზაში ნათქვამის შედეგია და შედარებაც კი შეუძლებელია იმასთან, რაც სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს გვჭირს).
სხვა ქვეყნებში წარმოუდგენელია ის, რომ გაგანია ომის დროსაც კი ქართველებს აზრადაც კი არ მოსვლიათ მაგ. თბილისში ან თელავში შეევიწროებინათ ან რუსი, ან აფხაზი ან ოსი ერის მოქალაქეები, ხოლო რაც ხდებოდა და ხდება მეზობელ სახელმწიფოებში, ვინც ცოტათი მაინც თუ იცნობს იქაურ მდგომარეობას, დაინახავს, რომ საქართველოსთან შედარებაც კი არ შეიძლება, იქ კარდინალურად და ა ბ ს ო ლ უ ტ უ რ ა დ განსვავებული სიტუაციაა.
No comments:
Post a Comment