Apr 11, 2011

სურათების ფილმი

1 comment:

  1. იცით საერთოდ ყველაფერში რეალობის დანახვაა საჭირო ყოველგვარი შელამაზების გარეშე (განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველობის შესხებ (იქნება ეს ფერეიდან-საინგილო თუ საფრანგეთ-გერმანია), რადგან ამის გარეშე რაიმე მომავალზე ფიქრიც კი ზედმეტია. ეს განსაკუთრებით აქ საინგილოში იგრძნობა. აქაურები ვცდილობთ რაღაც-რაღაცეების შელამაზებას, ხოლო საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები კი ცდილობენ შეგვიცოდონ და სულ გვეფერონ, შედეგად ყველაფერი უფრო და უფრო უარესობისკენ მიდის (მთლიანად საქართველოსთვის) შეიძლება ეს უმნიშვნელო რამედ სჩანდეს, მაგრამ ეს ნამდვილად ასე არ არის. ასეთი დამოკიდებულება საშუალებას არ იძლევა მომავალზე ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ, მხოლოდ წარსულზე გვატირებს და მტრის მტრობაზე გვაწუწუნებს (?!) და ფუჭად ძალზე ბევრ ეროვნულ ენერგიას გვახარჯვინებს. ბოდიში მინდა მოვიხადო, რადგან რაღაც მენტორული ტონით გამომივიდა ეს კომენტარი, შეიძლება ვცდებოდე, თუმცა თავის გავიმართლებ იმით რომ ზუსტად საინგილოს შიდა პრობლემების სრულად უგულველყოფამ და ინდილოების შებრალება-შეცოდებამ, ჩვენ აბსოლუტურად უმოქმედო და ინერტული გაგვხადა (სულ რაღაც 30 წლის წინ უშუალოდ დასახლება კახში აბსოლუტური უმრავლესობას შევადგენდით, ახლა კი თვით ქურმუხის დიდ საყდარს ვკარგავთ, ჩვენ კი ,,ვიბრძვით" ზედწოდება ინგილოს ასევე ზედწოდება ჰერელით ჩანაცვლებისათვის... ,,ვიბრძვით" მაშინ, როდესაც ძალზე, ძალზე დიდი პრობლემების წინაშე ვდგევართ (ასე თუ გაგრძელდა ნახევარ საუკუნეში აქ აღარც ერთი ქართველი, ჰერელი თუ ინგილო აღარ იქნება. რეალობისათვის თვალის გასწორება არავის არ გვინდა... მირაჟები უფრო საინტერესოა და ალბათ კომფორტულიც.....

    ReplyDelete