by Malkhaz Nuroshvili on 2011 წლის 15 02, სამშაბათი, 12:20-ზე
კი ბატონო, თუ კი გარკვეული ადამიანები ე. წ. ინგილოური “პატრიოტიზმის” გამო თვლიან, რომ საჭიროა საინგილოს ისტორიის “კეთილი განზრახვით” შელამაზება, მაგ. ივან-ბაბას ივან-პაპად წარმოჩენა, დაჯინებით ინგილოს ჰერელით ჩანაცვლება, ჩემი სიმღერების ინგილოთა ხალხურ სიმღერებად გასაღება, საქართველოს ქართველების წინაშე “ჰერელების” სრულფასოვანი და აქტიური ცხოვრების ილუზიის შექმნა დაუსახავთ მიზნად და ასეთი მოღვაწეობა მიაჩნიათ დიდ პატრიოტულ საქმედ და ჰგონიათ, რომ ჰერელის წამდაუწუმ ხსენებით შეიცვლება ტრაგიკული მოვლენებითა და ისტორიული გარემოებების შედეგად საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ზედწოდება, ეს მათი პრობლემაა, თუმცა ამ „მათ პრებლემას" ძალზე დიდი ზიანი მოაქვს საინგილოსთვის.
ამ საკითხებზე ცალკე დავდებ მასალას, აქ კი ვიტყვი ერთს - ისტორიის შელამაზებას ცდილობს ის ვისაც რცხვენია თავისი წარსულის, მე კი ვთვლი რომ ქართული სახელების დაფარვა და ორ-ორი სახელის ტარება, არაქართული ჩაცმულობა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ქართული სიმღერების ჩვენი წინაპრთა ყოფიდან გაქრობა, ინგილოური სამზარეულოს სიღარიბე და ა.შ. მეტყველებენ იმ საშინელებეზე, რაც XVII-XIX სს. აქ ხდებოდა. სწორედ ეს ფაქტები ადასტურებენ ჩვენი წინაპრების მართლაც უდიდეს თავგანწირვას და გვაჩვენებენ თუ რა ფასად მოვაღწიეთ აქამდე და რა ფასად მოხდა ეთნიკური იდენტობის და ქრისტიანობის შენარჩუნება.
მე ვამაყობ, რომ უდიდესი ადამიანი (რომელიც მივიწყებულია და საქართველო წესიერად არც კი იცნობს მას) მირზა მღვდელი (მიხეილ ყულოშვილი) , რომლსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქრისტიანობის შენარჩუნებაში და რომელიც მართლაც მამა იყო კახის ინგილოებისა, და რომელიც დაუღალავი ქრისტიანული მოღვაწეობისათვის წამებით მოკლეს, აი ეს დიდი ქართველი მოლად იყო ნამყოფი. თუ რას ნიშნავს ეს ფაქტი ისტორიისათვის, ყველასათვის გასაგებია, აი ჩვენთვის კი…..

16/02/2011
სიმღერის ტექსტი კი ასეთია:
ჰარაწიითი ღინეს დავლევ
ცხელ სირილის დავაყოლევ
ქეიფ -ჭმაში ენას გავლევ
დარდევ ქურმუხს გავაყოლევ
ჰარაწიითი ღინეს დავლევ
ზედ კოტოშსაც მივაყოლევ
ჭიჭნაგურევს წოდევს მოვლევ
და ლამაზ ქალს ევეყოლევ
ჰარაწიითი ღინეს დავლევ
ტკბილ სიმღერას მოვაყოლევ
ჰარაწიითი ღინეს დავლევ
თეთრს კუბოში არ ჩოიყოლევ
1982
No comments:
Post a Comment