ცენტრში სრულიად თავისუფალი ქართული გარემო გვქონდა შექმნილი და სწორედ ეს
Apr 11, 2011
კახის ქართული კულტურის ცენტრი
ცენტრში სრულიად თავისუფალი ქართული გარემო გვქონდა შექმნილი და სწორედ ეს
ინგილოურ სიმღერაზე (არაწი)
by Malkhaz Nuroshvili on 2011 წლის 15 02, სამშაბათი, 12:20-ზე
კი ბატონო, თუ კი გარკვეული ადამიანები ე. წ. ინგილოური “პატრიოტიზმის” გამო თვლიან, რომ საჭიროა საინგილოს ისტორიის “კეთილი განზრახვით” შელამაზება, მაგ. ივან-ბაბას ივან-პაპად წარმოჩენა, დაჯინებით ინგილოს ჰერელით ჩანაცვლება, ჩემი სიმღერების ინგილოთა ხალხურ სიმღერებად გასაღება, საქართველოს ქართველების წინაშე “ჰერელების” სრულფასოვანი და აქტიური ცხოვრების ილუზიის შექმნა დაუსახავთ მიზნად და ასეთი მოღვაწეობა მიაჩნიათ დიდ პატრიოტულ საქმედ და ჰგონიათ, რომ ჰერელის წამდაუწუმ ხსენებით შეიცვლება ტრაგიკული მოვლენებითა და ისტორიული გარემოებების შედეგად საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ზედწოდება, ეს მათი პრობლემაა, თუმცა ამ „მათ პრებლემას" ძალზე დიდი ზიანი მოაქვს საინგილოსთვის.
ინგილოური ზღაპრები
by Malkhaz Nuroshvili on 2011 წლის 18 02, პარასკევი, 21:47-ზე
კატა და ლომი
/,,საინგილო” მ.ჯანაშვილი/
მესახნავეს კატა წაუყვანია სახნავზე და წასულა.
კატას იქვე სახნავზე, ტყის პირას უნადირია, ჩიტები და თაგვები დაუჭერია, უცბად იქვე ბუჩქებიდან ლომი გამოვარდნილა.
_ გამარჯობა ძმაო!
_ გაგიმარჯოს!
კახის ეკლესიის უახლოესი ისტორია
by Malkhaz Nuroshvili on 2011 წლის 25 02, პარასკევი, 11:34-ზე
| მამა იოანე (აბასაშვილი) |
როდესაც მამა იოანე (აბასაშვილი) კახის ეკლესიაში, გაამწესეს (2002 წელი, კახის მოქმედი ეკლესია ძალზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა
ბატონო რატი
by Malkhaz Nuroshvili on 2011 წლის 24 02, ხუთშაბათი, 0:14-ზე
იცით რა, არა მგონია მთლად მასე იყოს საქმე, თვითონ ის ფაქტი, რომ საკუთარი თავისა და ერის მიმართ შესაძლებელია ასე კრიტიკულად საუბარი საჯაროდ (საქართველოში ბევრი იწერება, იმართება დისკუსიები ასეთ თემებზე), უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნამდვილად განვსხვავდებით თქვენ მიერ ჩამოთვლილი ერებისაგან.
საზოგადოება ნამდვილად არ არის ერთგვაროვანი და ყველაფრის განზოგადება მე
Apr 6, 2011
პატიმატ ტახნაევა, ქრისტიანობა დაღესტანში ( ავარეთში)-3
![]() |
| დარუბანდი, რკინის კარიბჭე |
დაღესტანი, სომხური ეკლესია, სპარსელები, არაბები...
ეთნოკონფესიური კონტაქტები და სარირში ქრისტიანობის შეღწევის წინაპირობები :
დაღესტნის მიწებზე შეღწევის დრო ზუსტად დადგენილი არაა. მიჩნეულია რომ დაღესტანში ქრისტიანობა ვრცელდებოდა სამხრეთში შუა საუკუნეების ალბანეთიდან და სომხეთიდან და დასავლეთში საქართველოდან ( ქართლიდან და კახეთიდან). ამ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქრისტიანული ეკლესიის მონოფიზიტებად და დიოფიზიტებად გაყოფის შემდეგ გაჩენილმა დოქტრინალურმა უთანხმოებებმა.
ნიკო ნიკოლაძე - საქართველოს ტექნიკური პროგრესის მამამთავარი
16:29 05.04.2011
[გიორგი მახობეშვილი]
1928 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი და კრიტიკოსი ნიკო ნიკოლაძე. ნიკო ნიკოლაძის ქართველმა ხალხმა შეიყვარა, თუმცა, მისი დამსახურება ერის წინაშე, ჯერ კიდევ არ არის დაფასებული ჯეროვნად.
ნიკო ნიკოლაძესა და ილია ჭავჭავაძეს შორის, ერთხელ კინაღამ დუელი გაიმართა. ორივე, რა თქმა უნდა, სამშობლოსათვის ზრუნავდა. იმ
Apr 1, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)

