Jun 19, 2011

კონსტანტინე გამსახურდია – “ომი რუხთან”


აფხაზები, გაგარინის ნახატი, 1840 წ.
ბურუსი  BURUSI
თენგიზ ვერულავა

რუხის ციხესთან ომი ყოფილა ოდესღაც. გაღმა ქართველები მდგარან, გამოღმა აფხაზები და თათრები. დიდხანს უტრიალეს თურმე ქართველებმა რუხის ციხეს. მერმე ფალავნურ ბრძოლაზე გადასულან. ქართველებს ვინმე ჩ;ოლოყაშვილი გამოუშვიათ, აფხაზებს ვიღაც ემხვარი. ჩოლოყაშვილი ჭაღარა კაცი ყოფილა, ემხვარი უწვერული ჭაბუკი. და სწორედ იქ, სადაც ჩვენი ბორანია, შეხვდნენ ერთმანეთს თურმე ჩოლოყაშვილი და ემხვარი.
ემხვარი ეკვეთა პირველი და ხმლის ამოღება მოასწრო.
„რას უცდი, ჭაბუკო?" – შესძახა ჩოლოყაშვილმა.
„უფროსისგან პირველ მოქნევას ველიო".
გადახვევიან ურთიერთს და იმ დღიდან დამეგობრებულან.

კ. გამსახურდია

No comments:

Post a Comment