https://burusi.wordpress.com/
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)
ქართველობა
ყოველდღე მომდის "ერთობა", "საქართველო", "სახალხო გაზეთი", "სალი კლდე" და სხვ. ვკითხულობ და ვამაყობ, რომ ვარ ქართველი.
ყოველდღე ჩუღურეთიდამ ვაკემდე დავიარები, გარშემო მესმის წელში გამართული ქართველების ტკბილი ქართული, თავი მომწონს ჩემის ქართველობით.
ხშირად ვხვდები წინანდელ ჩვენ ბატონებს, რომელნიც თავმოკატუნებით და
პირფერობით აქებენ ჩვენს მთავრობას, წესწყობილებას, ქართველთ სიგმირეს, ხოლო გულში კი სურთ თქვან, რა ბეჩავები არიანო რუსეთისაგან გამოყოფილი ქართველები, ესეც ყოველი უმეტეს მამხნევებს, ვთქვა:მეც ამ "ბეჩავ" ქართველობას ვეკუთვნიო".
გაიძვერების პირით მესმის რაღაც უკუღმართი ცნობები შესახებ "მეგრელთ" ,,მაფალუასი, აჭარლების ,,განდეგილობისა, მესხთ "ორგულობისა, ლეჩხუმელთ "განცალკევებისა" და ვკვირობ, ნუთუ სადმე ჩვენში კიდევ მოიპოვება ისეთი ბეხრეკი, რომ ახალ გაერთებულ საქართველოს დროშას თავი არ მოუხაროს რა წრფელის წმინდა გულით და არ ღაღადყოს: მე ჭეშმარიტი ქართველი ვარ და არა ინგილო, ქიზიყელი, თუში, ხევსური, კახელი, ქართლელი, იმერი, რაჭველი, სვანი, მეგრელი, აჭარელი, მესხი ან გურული, ყველანი ღვიძლი ძმები ვართ სისხლით, ჩამომავლობით, ისტორიით, გადმოცემით.
გადავხედავ ჩვენს რუკას, მაჩვენებს კლარჯეთს, ლაზისტანს, მესხეთს, ქართლ-კახეთს, იმერეთს, სამეგრელოს, აფხაზეთს, გურიას და მთელს კი საქართველოს, ბაგრატ III-ის გაერთიანებულ იმპერიას, საც არ იყო კერძო მისადევრის კაცი, არამედ ყველგან მხოლოდ ქართველი, და ისევ მეღვიძება ჩემი ეროვნული სიამაყე, რომ ვარ მარტო ქართველი.
ვკითხულობ ძველ მატიანეებს, დიდ მგოსნებს და მწერლებს, ყველგან ვხედავ, რომ განცალკევების დროსაც კი ყველა მისადევრის კაცი გრძნობდა თავს ქართველად, ყველას ანბანი ერთი იყო, ყველას საერთო მეტყველება განუყოფელი იყო, ყველა ერთნაირ ქართლურ სწორმეტყველებით სწერდა და მსჯელობდა, თვით სალაშქროდაც კი იკრიფებოდნენ ერთად დიდუბეს "კახი ფარ-შუბით, თუში ხმლით, ფშავი, ხევსური აბჯარით, მკლავით ძლიერით ქართველი ვით ციხე-ბურჯი მაგარი, ოსი ფეხმარდი, მთიული ბრძოლაში შეუპოვარი, მესხი სწავლითა ქებული, გმირი იმერი ზრდილობით და მშვილდოსნობით აფხაზი, გურულისგან-მეგრი
მკვირცხლობით". ყველა ამასაც გონების თვალს გადავავლებ, ისევე ვამაყობ, რომ ვარ მხოლოდ ქართველი.
ვსწავლობ ჩვენ უმდიდრეს მუზეუმების უძვირფასეს ტყავზე ნაწერ წიგნებს, ამ ნამუშევრებს მეგრელ-იმერ-აჭარ-მესხ-ქართლ-კახელისას და ვერსად კი ვერ ვამჩნევ დამწერის, მთარგმნელის თუ გადამწერის მისადევრობას, მეგრელობას, სვანობას, მესხობას, იმერ-ამერობას; ოღონდ აღნიშნავენ, გადავწერეო ცაგერს, ქუთაისს, გელათს, ცაიშს, შემოქმედს, წყაროსთავს, მცხეთას, ალავერდს და სხ. არვინ ამბობს, ვარო კახელი, ქართლელი, იმერი, მეგრელი და სხ., არამედ ყველა პატარაიები, ხორგაიები თავის თავს არ განასხვავებენ დანაშთენ ქართველიბისაგან. ვხედავ ამას შორეული საინგილოს შვილი და მენუკება, რომ მეც დავბადებულვარ ქართველად.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის წმინდა დროშამ გაგვაერთიანა ისე, როგორც ერთ დროს ბაგრატ მესამემ, აღმაშენებელმა, თამარმა, გიორგი ბრწყინვალემ.
ამის მხილველს წინ როგორ არ უნდა დაილიოს ყოველი კერძოობა, ყოველი ,,აშორდიობა, ყოველი ,,მაფალუობა" ყოველი "აჭარლობა, ,,მესხობა, ,,ინგილობა" და სხ. ისტორიის მსვლელობაში არ ყოფილა ესეთები და არც უნდა იყოს, არც უნდა შევქმნათ. არსებობდა ერთადერთი მაფალუობა-ქართული, არსებობდა ერთადერთი იერი, ისევ ქართველი, არსებობდა ერთადერთი ღვიძლი ენა, კვლავ ქართული, არსებობდა ერთადერთი გასაგები და უაღრესი კულტურა, ისევ ქართული. არსად სჩანს დანაწილებული კულტურა მეგრელთა, კახთა, სვანთა, კლარჯთა, მესხთა, იმერ-ამერთა, არამედ მხოლოდ ქართული. ყოველი ნაშთი დაწერილია ქართულის ენით, ყოველი ძეგლი დადგმულია ქართველის ხელით, ყოველ ძეგლზე მხოლოდ ქართული წარწერებია და ქართული ფრესკები. სად არის აქ საზდო კერძო მაფალუებისა, კერძო აშორდიობისა, კერძო მისადევრობისა! არსად, სრულიად არსად.
თვით უენო ქვანიც კი ღაღადებენ ჩვენ ყველას საერთო განუყოფელ და განუყოფელ ქართველობას.
უკუღმართობის დევიზმა ,,divide et impera"-მ თუ დაბადა აშორდიობა, სახარების გაწყობა მისადევრის ენაზე, ეს იმიტომ, რომ დაყოფით თვითონ ამ დევიზის პატრონს ებატონა და განცალკევებულები გზიანად ეხრაკა მხურვალე ტაფაზე. და ჩვენ დღეს, როდესაც ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნის და ჩვენვე გვეყუდნის, რადღა უნდა ვებღაუჭოთ იმ ჩვენ მტრების დევიზს, რატომ ზიზღით არ უნდა შევუქციოთ პირი ჩვენ გამთიშველთა მზაკვრულ ოინებს.
არ უნდა ვაზვიადებდეთ თავს, თუ ჩვენის მისადევრების კილოკავებში, გინდ ,,ივერიულ მეგრულ ენაში" შენახულა რამ თვალსაჩინო, ვინაითგან თვით ეს თვალსაჩინოც კუთვნილებაა ყველა ქართველობისა, ქართულ კულტურისა.
მე ერთხელ კიდეც გამოვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, რომ ყოველი კერძო, სამისადევრო გამოსვლები დღეიდგან უნდა მოისპოს სამუდამოდ, აღარ უნდა დაშთეს საბოგინოდ თვით ისეთი სახელებიც კი, ვით ინგილო, თუში, სვანი, მეგრელი და სხვ., არამედ ჩვენი შინა-წყლის მთელი ზედაპირი დაიყოს ისე, რომ ყველგან სჩანდეს მხოლოდ და მარტოკა ქართველი და მისი საკულტო ,,მაფალუები".
განცალკავება მშლელია, მძაბუნებელი, ერთობა კი სასწაულების მომხდენი, თქმულა.
ერთობამან განხეთქა მთა და გორია. კერძოობა სულ მიივიწყეთ, თუ გულით გსურთ დასტკბეთ რიჟრაჟი თავისუფლებით…
"საქართველო" 1919, N 149, 17 ივლ. გვ.3.
დროშა გორგასლიანი
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეებიმოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)

No comments:
Post a Comment