წყარო: https://burusi.wordpress.com/
06/05/2010
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)
ჩვენი სამღვდელოების აღზრდა
ყველა იმ სასულიერო სასწავლებელში, რომელნიც დაარსდნენ ჩვენში რუსეთთან შეერთების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა მიქცეული ქართულ ენას, ქართველთ გვარტომობას, ისტორიასა და ყველა ,,ჩვენებურს"; ყველა ,,ჩვენებური" იყო ქვაკუთხედად, დედაბოძად ამ სასწავლებელთათვის. ქართულის შემდეგ უმთავრესი
ადგილი ეჭირათ თათრულს და ოსურ ენებს და, საზოგადოდ, იმ ელემენტებს, რომელნიც ყოველ ნაბიჯზე ჰხვდება კავკასიაში კაცს, რომელსაც ამ ელე- მენტების ცოდნა ყოველთვის სარგებლობას მოუტანს. რუსულ ენას, მართალია, ადგილი ჰქონდა ამ სასწავლებლებში, როგორც სახელმწიფო ენას. მაგრამ იგი სრულიადაც არა სჩაგრავდა ქართულ ენას და ჩვენებურ ელემენტს. ამგვარ მდგომარეობაში იყო ,,ჩვენებური" ვიდრე 1872 წლამდე, როცა განათლების მინისტრ გრაფ ტოლსტოის განკარგულებით ყველა ჩვენს სასულიერო სასწავლებელშიაც ,,ჩვენებურს" ფრთები შემოსჭრეს და მხოლოდ ფორმის გულისთვის დასტოვეს; თათრულს, ოსურს სრულიად ნიადაგი მოუსპეს; ამათ მაგიერ შემოიღეს ლათინური ენა სასულიერო სასწავლებლის პირველ კლასში და ბერძნული ენა მეორე კლასიდან.
ბ. კერსკის რევიზიის შემდეგ სემინარიაში სრულიად მოისპო ქართული ისტორია (საერო და თითქმის საეკლესიოც); ქართული ენის მასწავლებელს სრულიად პატივისცემა და მნიშვნელობა ჩამოართვეს და თითქმის მტრულად უყურებდნენ; ვინც კი ქართველი მასწავლებლები იყო სემინარიაში უბრალო მიზეზები მოუგონეს და დაითხოვეს და მანვე (კერსკიმ) შეიტანა უწმინდეს სინოდში თავისი აზრი, რომ დღეის შემდეგ თბილისის სემინარიაში არ დაინიშნოს მასწავლებლად ან გამგედ ქართველი, ან თუ დაინიშნა, მათი რიცხვი არასოდეს არ უნდა იყოს ყველა მსახურთა რიცხვის ნახევარზე მეტი, არამედ ნახევარზედაც ნაკლები, რუსთა ხმა იყო მომეტებული. იგი დამტკიცდა. ამის გამო სემინარიაში ერთი ქართველის მეტი არავინ არის მასწავლებლად და ვაი იმისთანა ქართველსაც!.. ამნაირად კერსკიმ შეავიწროვა და შეაძულა საეკლესიო მთავრობას ჩვენი ენა, ჩვენი სამღვდელო შვილები და თვით სამღვდელონიც, რომელთაც ორგულება შესწამა.
ახლა 1879 წლიდან დაადგინეს, სემინარიაში მხოლოდ აკადემიადამთავრებულები, რუსები უნდა ასწავლიდნენ. ახლა თბილისის სასულიერო სასწავლებელში უფერულობა, უნაყოფობა სუფევს და ასე თუ გაგრძელდა, სრულიად უენონი, უაზრონი დავრჩებით და მუნჯ ადამიანს დავემსგავსებით.
წყარო: "დროება" 1881, N 119, 11 ივნ. გვ. 1-2.
| თბილისის სასულიერო სემინარია, XIX ს ბოლო პერიოდი |

No comments:
Post a Comment