წყარო: https://burusi.wordpress.com/
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)
ქართული ფული
ამ უფულობისას უსარგებლო არ იქნება თვალი გადავავლოთ საქართველოს სამეფო ფულის საქმეს.
უწინარეს დრო-ჟამს ფული არ არსებობდა რეწვა, აღებ-მიცემა წარმოებდა ფარდვით ანუ გაცვლა-გამოცვლით. თვით ვაჭრობასაც ჩვენში ფარდვა ერქვა, ხოლო ვაჭარს მოფარდული (მათე. იოანე. ეზეკ.). თვით ფარდი ნიშნავს ტოლს, ფარდვა ტოლობას, იგივეობას ღირსებით. ფარდვით ხელის მონაცვლა შეიძლებოდა მაშინ, როდესაც ცხოვრება იყო სადა, მარტივი… შემდეგ ცხოვრება გართულდა. მოთხოვნილებამ იმატა და საჭირო შეიქმნა სააღებმიცემო ნიშნები ფული.










