Jul 23, 2011

მალხაზ ერქვანიძე - ქართული გალობა, როგორც მოწოდება XXI საუკუნის საქართველოსადმი

მალხაზ ერქვანიძე
ქართული გალობა, როგორც მოწოდება XXI საუკუნის საქართველოსადმი საქართველოში სამგალობლო ტრადიციების წყვეტამ ბუნებრივად წარმოშვა სამგალობლო მეცნიერებისა და ზოგადად გალობის დაკნინება. ანუ მოიშალა ძველქართული მუსიკალური სისტემა, რომელშიც იგულისხმება: 1. გალობის კანონიკური ჰანგი. 2. კანონიკური ჰანგის კანონიკური საშემსრულებლო ხერხები. 3. დასდებლის მეცნიერება. 4. სამ ხმაში აზროვნება. 5. რვა ხმის სისტემა. 6. ქართულ ბგერათწყობა – კილოს ინტონირების საკითხი. 7. კილოში აზროვნება. 8. საეკლესიო კითხვა. ქართული ტრადიციული, კანონიკური, სამხმიანი გალობის აღდგენა მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო საქართველოს მართლმადიბებელ ეკლესიაში. მას შემდეგ თითქმის ოცდახუთმა წელმა განვლო. დაახლოებით ერთი საუკუნე ჰქონდა აკრძალული მას

Jul 20, 2011

მოსე ჯანაშვილი – “საქართველოს დროშა”

საისტორიო პატარა ცნობა

ფარნავაზმა საქართველო ცხრა მისადევრად გაანაწილა და ყველას დაუდგინა ერისთავი. ეს მისადევრები ანუ საერისთავოები იყვნენ:
1-ლი: რიონის დასავლეთი შავ ზღვამდე და ეგრისის წყლამდე სვანეთითურთ.
2-ე: რიონსა და ღადო-მთის შორისი მცირე ლიხიდამ ზღვამდე. შორაპანი შეიქმნა მისადევრის სატახტოდ.
3-ე: კახეთ-კუხეთ-ჰერეთი.
4-ე: ხუნანი, ბერდუჯსა (დებედას) და მტკვარს შუა ტფილისამდე.
5-ე: სამშვილდე ვერის-წყლიდან ფარავნამდე აბოცითურთ.
6-ე: წუნდა, მტკვრის აღმოსავლეთი ფარავნამდე და თავამდე მტკვრისა.
7-ე: ოძრახოს, ტაშისკარს ზეითი ზღვამდე და ჭოროხამდე გურიითურთ.
8-ე: კლარჯეთი ზღვამდე.
9-ე: შიდა-ქართლი.

მოსე ჯანაშვილი – “მარიამ დედოფალი”


მარიამ დედოფალი ხანჯლით ჰკლავს 
გენერალ ი. პ. ლაზარევს, 1803 წ


მარიამი გიორგი ციციშვილის ქალი იყო. მეფე გიორგი მეთორმეტეს პირველი ცოლი რომ გარდაეცვალა, შეირთო ეს მარიამ ციციშვილი, ლამაზი, ჯერ ისევ ნორჩი და მეტისმეტად მტკიცე ხასიათის ქალი.
 მარიამი დაქვრივდა 1800 წელს და დარჩა წვრილი შვილები:მიხეილი (7 წლისა), ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი, თამარ და ანა.
 ათას რვაას სამის წლის თორმეტ აპრილს, კვირა დღეს, ამათ დედითურთ ტკბილად ეძინათ სამეფო სასახლეში.
 რიჟრაჟდებოდა, ბინდს სინათლე ედავებოდა.

Jun 21, 2011

მოსე ჯანაშვილი – თავადი გიორგი ქოჩაკიძე (ჭალადიდელი)

წყარო: https://burusi.wordpress.com/
04/02/2010 
შეიტყობ, დიდი და დიდბუნებოვანი მამულიშვილი გარდაიცვალაო და ჯერხნობით მაინც არ გეჯერება, რომ მოსპობოდეს სიცოცხლე თვით ამ ,,ცოცხლობის" მქადაგებელსა და დარაჯს.. გარნა შენი ურწმუნოება მალე რწმენად იქცევა და ძაძით
შემოსილ მეინახე-მგლოვარს მხოლოდ ისღა გრჩება სანუგეშოდ, რომ შენი საყვარელი არსება არ მომკვდარა, არამედ მხოლოდ განუსვენია და ტკბილად დაუძინია. კაცი რჩეული, კეთილად მშრომელი მოღვაწე და მქადაგებელი არა კვდება. თვით ხორციელი სიკვდილი შარავანდოსან ჰყოფს მის სულიერს ნამუშაკარს. სიტყვა და ქადაგება მისი არის მის-მიერვე და მისდავე აგებული ხელთუქმნელი და უხრწნელი ძეგლი, მარადჟამ ჩვენი მანუგეშებელი და გამამხნევებელი..

Jun 20, 2011

მოსე ჯანაშვილი – ჩვენი სამღვდელოების აღზრდა

წყარო: https://burusi.wordpress.com/
06/05/2010

თბილისის სასულიერო
სემინარია, XIX ს ბოლო პერიოდი
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)

ჩვენი სამღვდელოების აღზრდა

ყველა იმ სასულიერო სასწავლებელში, რომელნიც დაარსდნენ ჩვენში რუსეთთან შეერთების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა მიქცეული ქართულ ენას, ქართველთ გვარტომობას, ისტორიასა და ყველა ,,ჩვენებურს"; ყველა ,,ჩვენებური" იყო ქვაკუთხედად, დედაბოძად ამ სასწავლებელთათვის. ქართულის შემდეგ უმთავრესი

მოსე ჯანაშვილი – "გიორგი სააკაძის მოქალაქეობის დამფასებლების საყურადღებოდ"

აქართველოს კინოფოტოფონო
დოკუმენტების 
ეროვნული 

არქივის საცავში აღმოჩენილი 
ძველი გრაფიკული ნახატის 
XIX საუკუნის ფოტორეპროდუქცია
წყარო: https://burusi.wordpress.com/
06/05/2010
დევნილი გიორგი სააკაძე ოჯახთან - ეკატერინე ბაღდავაძე, 1946 წ.

გიორგი სააკაძე – Giorgi Saakadze (1580 – 1629)

მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)

გიორგი სააკაძის მოქალაქეობის დამფასებლების საყურადღებოდ
ავტორი ეხმაურება ამავე გაზეთის 31 მაისის (N 612, გვ.3) ნომერში ტრ. ი-ძე (ტრიფონ ინასარიძის) მიერ ბათუმიდან გამოგზავნილ კორესპონდენციას-,,ხმა ბათომიდან (გიორგი სააკაძის გასამართლება)". მასში ნათქვამია, რომ გამოთქმა "ჯანაშვილი და ჯამპანია მათნი" ეკუთვნის დამცველ ბ. ქვარიანს.. "ბრალმდებელ ბ. გიორგაძეს სწორედ ის ადგილები ამოუწერია, რაიცა ამცირებს გმირის

ქართული უნივერსიტეტი

უნივერსიტეტის პირველი
 კორპუსი გახსნის პერიოდში
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)

ამ ოციოდე, გინდ ათიოდე წლის წინად ვინ გაიგონებდა ისეთს საშიშროებას, ვით თბილისში უნივერსიტეტის დაარსება, ისიც ქართული ეროვნულის!
მანდატურთუხუცესი მაშინათვე გაჰკივლებდა:არიქათ, რუსეთი იღუპება, ქართველები უნივერსიტეტს იფუძნებენ, ეს მუხთლობაა, სეპარატიზმი, ამბოხიო! მაგრამ დრონი იცვალნენ, ზნენი დაყუჩდნენ, მანდატურთუხუცესები და მხმილავები გაუქმდნენ. მონა ხალხები შეიშმუშნენ, სისხლი გაიხურეს და შეუდგნენ თვითგამორკვევის საქმის მოწყობას, ეროვნული არსის შემოფარგვლას,
წყარო: https://burusi.wordpress.com/
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)

ქართული ფული

ამ უფულობისას უსარგებლო არ იქნება თვალი გადავავლოთ საქართველოს სამეფო ფულის საქმეს.
უწინარეს დრო-ჟამს ფული არ არსებობდა რეწვა, აღებ-მიცემა წარმოებდა ფარდვით ანუ გაცვლა-გამოცვლით. თვით ვაჭრობასაც ჩვენში ფარდვა ერქვა, ხოლო ვაჭარს მოფარდული (მათე. იოანე. ეზეკ.). თვით ფარდი ნიშნავს ტოლს, ფარდვა ტოლობას, იგივეობას ღირსებით. ფარდვით ხელის მონაცვლა შეიძლებოდა მაშინ, როდესაც ცხოვრება იყო სადა, მარტივი… შემდეგ ცხოვრება გართულდა. მოთხოვნილებამ იმატა და საჭირო შეიქმნა სააღებმიცემო ნიშნები ფული.
წყარო: https://burusi.wordpress.com/
Posted by: burusi | 06/05/2010
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)

"მმეფობი ერი"
მუდამ ასრე ყოფილა.
მმეფობი ერი წელში გაშლილია, ცხოვრებას შეჰხარის, ღირსებით მაღლა აღმართული მიდის წინ და თან ვარსკვლავებსა და მნათობებს შეეთამაშება, მიიმართება ისეთის მტკიცე ნაბიჯით, თითქოს გზაა ყოველს შეხვედრით გარეშეს მიაძახოს: ,,გზა დამიცალე, მე ვარ, რომ მოვდივარო!"

სულ სხვაგვარია მონა ერის ყოფა, საქციელი.
https://burusi.wordpress.com/
დროშა გორგასლიანი
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)

ქართველობა

ყოველდღე მომდის "ერთობა", "საქართველო", "სახალხო გაზეთი", "სალი კლდე" და სხვ. ვკითხულობ და ვამაყობ, რომ ვარ ქართველი.
ყოველდღე ჩუღურეთიდამ ვაკემდე დავიარები, გარშემო მესმის წელში გამართული ქართველების ტკბილი ქართული, თავი მომწონს ჩემის ქართველობით.
ხშირად ვხვდები წინანდელ ჩვენ ბატონებს, რომელნიც თავმოკატუნებით და
ფაილი:Bagrat III of Georgia (Gelati mural).jpg
ბაგრატ III  (გელათის ფრესკა)
წყარო: https://burusi.wordpress.com/
Posted by: burusi | 14/07/2009
მოსე ჯანაშვილი – ბაგრატ მესამე (საქართველოს გაერთიანება)

დიდი ხანი არ არის, ჩვენში თამარ მეფესა და დავით აღმაშენებლის იქით სხვა მეფე არ სწამდათ, და არც ეგულებოდათ რუსთაველის წინამორბედი მწერალი.
ხელმწიფობას იწყებდნენ დავით-გიორგი-თამარით, მწერლობას- რუსთაველით.
ოქროს ხანად საქართველოს უთვლიდნენ მე-XI-სა და მე-XII საუკუნეებს, ხოლო არავინ კითხულობდა, როგორ და ვის მეოხებით შემზადდა და შენივთდა ეს ,,ოქროს საუკუნე", ვინ განამტკიცა საქართველოს გაერთიანების საქმე, ვინ განაბრწყინა საქართველოს
წყარო: https://maraniki.blogspot.com/
Posted by: burusi | 30/06/2009 

მოსე ჯანაშვილი – ქართველები და ქართული ისტორია


ქართველები და ქართული ისტორია
"მხნემან, ვით ჩქარმან წყარომან, განხეთქოს მთა და გორია".
დ.გურამიშვილი

აწინდელ დროში განათლებულნი ხალხნი იმისთანა ერს იყვარებენ და პატივს სცემენ, რომელსაც აქვს თავისი ისტორია და ძველთაგანვე შეძენილი სახელი და კულტურა..
სამწუხაროდ ჩვენდა, სახელი ქართველებისა ციაგშია, დაჩრდილულია. ამის მიზეზი ის
Davit ashmashenebeli.jpg
წყარო: https://burusi.wordpress.com/
Posted by: burusi | 30/06/2009
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)

დავით აღმაშენებელი (ბაგრატიონი) – David Agmashenebeli (1089-1125)

ვახტანგ გორგასლის შემდეგ საქართველო დაიყო მრავალ სამთავრო-სამეფოებად. მეშვიდე-მეათე საუკუნოებში უკვე არსებობდნენ დამოუკიდებელი სამეფო-სამთავროები კახეთისა, ჰერეთისა, რანისა, აფხაზეთისა, ტაოსი. ქვეყნის დანაწილება და მასთანვე დაძაბუნება-დასუსტებას ხელს უწყობდნენ არაბნი, რომელიც შემოესივნენ საქართველოს, დაიპყრეს მისი ნაწილები, აიღეს სატახტო ქალაქი ტფილისი, მძიმე უღელი დაადეს ერს და დევნა დაუწყეს ქრისტიანებს.

Jun 19, 2011

კონსტანტინე გამსახურდია – “ომი რუხთან”


აფხაზები, გაგარინის ნახატი, 1840 წ.
ბურუსი  BURUSI
თენგიზ ვერულავა

რუხის ციხესთან ომი ყოფილა ოდესღაც. გაღმა ქართველები მდგარან, გამოღმა აფხაზები და თათრები. დიდხანს უტრიალეს თურმე ქართველებმა რუხის ციხეს. მერმე ფალავნურ ბრძოლაზე გადასულან. ქართველებს ვინმე ჩ;ოლოყაშვილი გამოუშვიათ, აფხაზებს ვიღაც ემხვარი. ჩოლოყაშვილი ჭაღარა კაცი ყოფილა, ემხვარი უწვერული ჭაბუკი. და სწორედ იქ, სადაც ჩვენი ბორანია, შეხვდნენ ერთმანეთს თურმე ჩოლოყაშვილი და ემხვარი.

ასე მაინც გავიხსენოთ აფხაზი რუსთველოლოგი დავით ზურაბის ძე ჩქოტუა...

კაი ყმა: რომანოვების მიერ გატანჯული ქართველ-აფხაზი მოაზროვნე და მოღვაწე დავით ზურაბის ძე ჩქოტუა,რუსთველოლოგი, ის გადასახლებაშ;იც რუსთაველზე და მის პოემაზე ფიქრობდა.

იმონ ჯანაშია, «დავით ჩქოტუა და მისი ნარკვევები რუსთაველის პოემის შესახებ, (გამოქვეყნდა რუსულ ენაზე «ვეფხისტყაოსანის 750 წლისთავისადმი მიძღვნილ კრებულში «რუსთაველის კრებული»,ტფილისი, 1938 წ. ).

თარგმნა გ.მარჯანიშვილმა
 დავით ზურაბის ძე ჩქოტუა,წინამდებარე დოკუმენტის ავტორი, აფხაზი, დაიბადა 1849

Jun 4, 2011

ერთ ერთი ლექციის დროს

ერთ ერთი ლექციის დროს, პროფესორმა თავის სტუდენტებს დაუსვა კითხვა:

-ყველაფერი ღმერთის შექმნილია?

-რა თქმა უნდა! უპასუხეს მას სტუდენტებმა.

-ანუ რაც არსებობს ყველაფერი ღმერთის ქმედების ნაყოფია?

-ამაზე დავიც არაა საჭირო… მოესმა პროფესორს

-ანუ ბოროტებაც ღმერთის შექმნილია? რაც ამტკიცებს იმას რომ ღმერთი ბოროტებაა და ღმერთის რწმენა მხოლოდ მითია!

May 20, 2011

სუპერპროვოკაციის ექსპერტი ე. აბრამიანი



აი კიდევ ერთი ,,მკვლევარი”. ის რასაც წერს  ეს რენეგატი აბრამიანი, ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება (სხვა სიტყნა ვერ მოვძებნე).  ვისი დაკვეთითაც ,,იკვლევსსაინგილოს და ზოგადად კავკასიის ისტორიას არც მალავს, ხან ინგილოებს მხარს გვიჭერს, გვაქეზებს ლეკებსა და აზერბაიჯანელებზე, ხან ლეკებს იცავს და აქეზებს ჩვენსა და აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, ხან აზერბაიჯანელებს ექომაგება და საქართველოსა და დაღესტნის ექსპანსიაზე გულისტკივილით საუბრობს, საინგილოს ქართველობას ხან მსხვერპლად ხან კი სეპარატისტებად წარმოგვაჩენს და .. ეს წერილში თავიდან ბოლომდე სავსეა ტყუილებით, პროვოკაციებით, სიყალბით

May 14, 2011

„კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფის" აქცია კახში (ყოველწლიურუ კონკურსი ინგლისურ ენაში)


§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§

,,კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფი”:
ქეთევან კალანდაძე
მარინე თიგიშვილი
ხათუნა შავგულიძე
ხათუნა ჭელიძე
მაია იაშვილი
თამრიკო ლორთქიფანიძე
ქეთი ჯაფარიძე

May 2, 2011

საინგილო, ზაქათლის რაიონი, ბაზრის (ს. ალიაბათან ახლოს) ღვთისმშობლის ეკლესია XVI ს.

ამ  ეკლესიის გუბათი 1971 წელს ააფეთქეს და დღეს ეს ეკლესია თითქმის მიწასთან არის გასწორებული (ზ, ედილის „საინგილო“–ში დაბეჭდილი სურათის საფუძველზე მცირე ფოტორეკონსტრუქცია ფოტოშოპშია გაკეთებული)

Apr 25, 2011

ზაურ ბაირამაშვილის ოჯახის „გასხლინევი დადაშაი“ (აღდგომას ინგილოურად „გასხლინება“ ჰქვია)


დადაშის ახდა
“დადაშაი“ (ანუ ზედაშე), რომელიმე დღეობის ან წმინდანის სახელზე ნაკურთხი სხვა და სხვა ზომის ქვევრებია, სადაც ისხმება ღვინო და მხოლოდ დღეობის დღეს იხსნება ხოლმე.
ფოტოები გადაღებულია ზაური ბაირამაშვილის ოჯახში(კახი, „თიზირი“, მთისძირი უბანია კახში), აღდგომა დღის დადაშაზე ჩვენებურად „გასხლინევი დადაშაი“ დღეობაზე (აღდგომას ინგილოურად „გასხლინება“ ჰქვია (მარხვის დასასრული, ხსნილი–––სხნილი–––სხლინი აქედან გასხლინევაი ანუ გახსნილობა)
დადაშა უბრალო ზედაშე არ არის. აქ ჩვენთან დადაშაში ღვინის ჩასხმა, მარხვის დასასრულამდე ,,გასხლინებისათვის”ლოდინი და შემდეგ ,,გასხლინებისას” მისი ახდა, დიდ რიტუალს წარმოადგენდა და ეს ერთჯერადი აქტი არ იყო მხოლოდ. ყველა