Dec 20, 2011
Dec 18, 2011
ფერიხანუმი–თამარი
![]() |
| თამარი |
ის თურმე ქალაქ ბაზარში ცხოვრობდა და ატარებდა თავის წუთისოფელს ბედნიერებაში და კმაყოფლილი იყო თავისი ბედისა. იმის სასახლეს ეს ეკლეისაც შეადგენდა, რომელსაც მცხოვრებნი „ფერი –ყალას“ უწოდებენ. ის არასოდეს თურმე შინიდან კარში არ გამოდიოდა, რომ რა არის მეფეთა სილამაზის ხმა არ გაუგდონ, იმას არ ჰსურდა ქმრის შერთვა, რადგან იყო მეფე მამაცი, ჭკვიანი და ამაყი. მის სიმშვენიერეს, წარმოსადეგს და ალვის ხესავით წამოწკეპილს ტანს და მაღალს
მეფურს ჭკუა–გონებას თუმცა აენთო ყველა აღმოსავლეთის მეფეების გულში ცეცხლებრივი სიყვარული, მაგრამ ის მათდამი უგრძნობელი რჩებოდა. მათ ყურს არ ათხოვებდა, არაფრად აგდებდა. ყველასთვის უარის თქმამ მეფეები გააჯავრა, მაგრამ რადგან იცოდნენ ფერი ხანუმის სიმძლავრე, ამისთვის ვერა გაეწყოთ რა. ყველას მისი მტრობა ედოთ გულში, მაგრამ შიშით ომს ვერ უცხადებდნენ.
Dec 16, 2011
პატრიარქ ამბროსის მიმართვიდან გენუის კონფერენციისადმი (1922 წ) 03/05/2010
http://matiane.wordpress.com/2010/05/03/appeal-of-patriarch-ambrosi-to-genoa-conference/
by Levan Ramishvili
![]() |
მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
Dec 8, 2011
ამბროსი ხელაია: “სიტყვა წარმოთქმული ილია მართლის ცხედრის წინაშე!”

„ბურუსი“ თენგიზ ვერულავა
დღეს მთელი საქართველო დასტირის დიდებული მამულის შვილის ცხედარს. დღეს საქართველომ დაჰკარგა უდიდესი მგოსანი, საუცხოვო და თავდადებული საზოგადო მოღვაწე, სიამაყე ლიტერატურისა. არა გვყავს ილია ჭავჭავაძე – მოჭირნახულე თავის ერისა. ის მოიკლა ბარბაროსების ბინძურის ხელით.
მაგრამ მოკვდა კი დიდებული ილია? “იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაი” (გამოცხადება 2,10). – გვიბრძანებს ჩვენ უფალი მოციქული იოანნე ღვთისმეტყველის
Nov 29, 2011
ვარლამ ჩერქეზიშვილი
წყარო: 24 საათი 27.11.11 http://24saati.ge/index.php/category/society/
მიმდინარე წელს შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 165 წლისთავი.
ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოსცა ვ. ჩერქეზიშვილის თხზულებათა პირველი ტომი. დღეს, 25 ნოემბერს 14 საათზე აკადემიაში შედგება აღნიშნული მოვლენებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

Nov 28, 2011
თბილისური სადარბაზოები
ARS GEORGICA, ელექტრონული ჟურნალი, სერის ბ, ახალი და თანამედროვე ხელოვნება
| შაბათი, 20 ნოემბერი 2010 01:14 | ||
ცისია კილაძე, მარინა მეძმარიაშვილი, თამაზ გერსამია
ევროპიდან შემოსულმა ახალმა წეს-ჩვეულებებმა, საცხოვრებლის ახლებურად გამართვის დამკვიდრებამ და სხვ. შეცვალა თვით ცხოვრების ნორმები, გემოვნება, მოთხოვნილებები, ის რაც ფაქტიურად დაკავშირებულია არქიტექტურასთან. აღსანიშნავია, რომ ამ ევოლუციის პროცესში ძველი და ახალი არა მარტო უპირისპირდებოდა, არამედ ხშირად ერწყმოდა ერთმანეთს. ამის შედეგად თბილისის ყოფა-ცხოვრებაში ბევრი თავისებური, სრულიად სპეციფიკური, საგანგებოდ „თბილისური“ არქიტექტურის ტიპი ჩამოყალიბდა, რასაც თბილისის გარეთ ვერსად ვერ შევხვდებოდით. |
Nov 27, 2011
ნიზამი განჯელი
წყარო: http://literatura.mcvane.ge/main/ucxouri/biografiebi1/16273-bbbbbb-bbbbyibbb.html
დაიბადა: 1141 წ
გარდაიცვალა: 1209 წ
ნიზამი განჯელი (1141 - 1209), სრული სახელი ნიზამ ად-დინ აბუ მუჰამედ ილიას იბნ-იუსუფ იბ-ზაქი იბნ-მუაიდი, აზერბაიჯანელი პოეტი და ჰუმანისტი, წერდა სპარსულ ენაზე. სპარსული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.
ნიზამი განჯელი დაიბადა ხელოსნის ოჯახში, განჯაში, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა. დედამისი, რაისა, წარმოშობით ქურთი იყო, მამამისის სახელი, იუსუფი, ერთხელ ნახსენებია მის პოეზიაში, თუმცა მასზე სხვა ცნობები არ არსებობს. ნიზამი ადრე დობლებულა და ბიძასთან ცხოვრობდა. მისი ცხოვრების დეტალებზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
XII საუკუნის აზერბაიჯანული პოეზია საკარო ხასიათის იყო, თუმცა ნიზამი განჯელი არ დასდგომია მეხოტბეობის გზას და სიკვდილამდე შეინარჩუნა შემოქმედებითი თავისუფლება. ნიზამი განჯელის ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული (დივანი) და "ხამსე" (ხუთეული) - 5 პოემა: "საიდუმლოებათა საგანძური" (1179), "ხოსროვ და შირინი" (1181), "ლეილი და მაჯნუნი" (1188), "შვიდი მზეთუნახავი" (1197) და "ისქანდერნამე" (დაახლ. 1200), რომელსაც ორ ნაწილად ჰყოფენ: "დიდების წიგნი" და "ბედნიერების წიგნი".

Nov 16, 2011
ცეცხლთან და კერასთან დაკავშირებული უძველესი წარმოდგენები ზეპირსიტყვიერი მასალის მიხედვით./ I ნაწილი
წყარო: http://saunje.ge/
ი. სურგულაძე ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა // საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, - გამ. „სამშობლო“, თბილისი 1993 წ., გვ. 35 – 61
საცხოვრებლის ინტერიერის, დედაბოძის და მასზედ გამოსახული დეკორატული მოტივების ერთიან კონცეფციაში გააზრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება კერის მნიშვნელობა, როგორც ოჯახის სოციალური და საკრალური ცენტრისა, რადგან იგი, ამ თვისებთა გამო, ანიჭებდა ინტერიერის მთელ სივრცეს კოსმოსურ-მითოლოგიურ და რელიგიურ არსს. კერას

ცეცხლთან და კერასთან დაკავშირებული უძველესი წარმოდგენები ზეპირსიტყვიერი მასალის მიხედვით/ I I ნაწილი
წყარო: http://saunje.ge/
ეს ვითარება ცხადყოფს, რომ ეპიზოდი მობილურია, მას რამდენადმე უნივერსალური, სიმბოლური, ფართო მნიშვნელობის მქონე აქციად განიხილავენ, რომელსაც გააჩნია განსხვავებული იდეოლოგიური პოზიციის არეკლვის შესაძლებღობა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საერთოდ გაქრებოდა. აქ მოტანილი საკმაოდ ვრცელი შესადარებელი მასალა არც ერთი ვარიანტის მაგალითზე არ გვაძლევს რაიმე განმარტებას ცხოველის შეჭმის საკრალური აქტის მიზეზისა და მიზნის თაობაზე. იგი სიუჟეტებში სასწაულად განიხილება; არ Nov 7, 2011
რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობისა და მისი შედეგების მოკლე ისტორიული მიმოხილვა (1491-1783 წლები)
![]() |
| მიხეილ მჭედლიშვილი |
მას შემდეგ, რაც საქართველოს დასავლეთიდან კულტურული ბიზანტიის ნაცვლად ველური თურქეთის სახელმწიფო გაუმეზობლდა, საქართველო უდიდესი საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ერთის მხრივ თურქეთი, და მეორეს მხრივ ირანი სიკვდილის აჩრდილებივით აღიმართნენ საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო კი ორი მხრით მოზღვავებულ მტერს დაშლილი და გათიშული დახვდა.
მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა ერთის მხრივ გაერთიანებული საქართველოს დაშლა რამდენიმე
Oct 20, 2011
[Shared Post] აკაკი ბაქრაძე – დონ ქრისტოფორო დე კასტელის ნახატების თვალიერებისას
|
Aug 15, 2011
Aug 13, 2011
Jul 23, 2011
მალხაზ ერქვანიძე - ქართული გალობა, როგორც მოწოდება XXI საუკუნის საქართველოსადმი
![]() |
| მალხაზ ერქვანიძე |
Jul 20, 2011
მოსე ჯანაშვილი – “საქართველოს დროშა”
საისტორიო პატარა ცნობა
ფარნავაზმა საქართველო ცხრა მისადევრად გაანაწილა და ყველას დაუდგინა ერისთავი. ეს მისადევრები ანუ საერისთავოები იყვნენ:
1-ლი: რიონის დასავლეთი შავ ზღვამდე და ეგრისის წყლამდე სვანეთითურთ.
2-ე: რიონსა და ღადო-მთის შორისი მცირე ლიხიდამ ზღვამდე. შორაპანი შეიქმნა მისადევრის სატახტოდ.
3-ე: კახეთ-კუხეთ-ჰერეთი.
4-ე: ხუნანი, ბერდუჯსა (დებედას) და მტკვარს შუა ტფილისამდე.
5-ე: სამშვილდე ვერის-წყლიდან ფარავნამდე აბოცითურთ.
6-ე: წუნდა, მტკვრის აღმოსავლეთი ფარავნამდე და თავამდე მტკვრისა.
7-ე: ოძრახოს, ტაშისკარს ზეითი ზღვამდე და ჭოროხამდე გურიითურთ.
8-ე: კლარჯეთი ზღვამდე.
9-ე: შიდა-ქართლი.

მოსე ჯანაშვილი – “მარიამ დედოფალი”
![]() |
მარიამ დედოფალი ხანჯლით ჰკლავს გენერალ ი. პ. ლაზარევს, 1803 წ |
მარიამი დაქვრივდა 1800 წელს და დარჩა წვრილი შვილები:მიხეილი (7 წლისა), ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი, თამარ და ანა.
ათას რვაას სამის წლის თორმეტ აპრილს, კვირა დღეს, ამათ დედითურთ ტკბილად ეძინათ სამეფო სასახლეში.
რიჟრაჟდებოდა, ბინდს სინათლე ედავებოდა.
Jun 21, 2011
მოსე ჯანაშვილი – თავადი გიორგი ქოჩაკიძე (ჭალადიდელი)
წყარო: https://burusi.wordpress.com/
04/02/2010
შემოსილ მეინახე-მგლოვარს მხოლოდ ისღა გრჩება სანუგეშოდ, რომ შენი საყვარელი არსება არ მომკვდარა, არამედ მხოლოდ განუსვენია და ტკბილად დაუძინია. კაცი რჩეული, კეთილად მშრომელი მოღვაწე და მქადაგებელი არა კვდება. თვით ხორციელი სიკვდილი შარავანდოსან ჰყოფს მის სულიერს ნამუშაკარს. სიტყვა და ქადაგება მისი არის მის-მიერვე და მისდავე აგებული ხელთუქმნელი და უხრწნელი ძეგლი, მარადჟამ ჩვენი მანუგეშებელი და გამამხნევებელი..
Jun 20, 2011
მოსე ჯანაშვილი – ჩვენი სამღვდელოების აღზრდა
წყარო: https://burusi.wordpress.com/
06/05/2010
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)
ჩვენი სამღვდელოების აღზრდა
ყველა იმ სასულიერო სასწავლებელში, რომელნიც დაარსდნენ ჩვენში რუსეთთან შეერთების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა მიქცეული ქართულ ენას, ქართველთ გვარტომობას, ისტორიასა და ყველა ,,ჩვენებურს"; ყველა ,,ჩვენებური" იყო ქვაკუთხედად, დედაბოძად ამ სასწავლებელთათვის. ქართულის შემდეგ უმთავრესი
| თბილისის სასულიერო სემინარია, XIX ს ბოლო პერიოდი |
ჩვენი სამღვდელოების აღზრდა
ყველა იმ სასულიერო სასწავლებელში, რომელნიც დაარსდნენ ჩვენში რუსეთთან შეერთების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა მიქცეული ქართულ ენას, ქართველთ გვარტომობას, ისტორიასა და ყველა ,,ჩვენებურს"; ყველა ,,ჩვენებური" იყო ქვაკუთხედად, დედაბოძად ამ სასწავლებელთათვის. ქართულის შემდეგ უმთავრესი
მოსე ჯანაშვილი – "გიორგი სააკაძის მოქალაქეობის დამფასებლების საყურადღებოდ"
![]() |
| საქართველოს კინოფოტოფონო დოკუმენტების ეროვნული არქივის საცავში აღმოჩენილი ძველი გრაფიკული ნახატის XIX საუკუნის ფოტორეპროდუქცია |
06/05/2010
დევნილი გიორგი სააკაძე ოჯახთან - ეკატერინე ბაღდავაძე, 1946 წ.
გიორგი სააკაძე – Giorgi Saakadze (1580 – 1629)
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)
გიორგი სააკაძის მოქალაქეობის დამფასებლების საყურადღებოდ
ავტორი ეხმაურება ამავე გაზეთის 31 მაისის (N 612, გვ.3) ნომერში ტრ. ი-ძე (ტრიფონ ინასარიძის) მიერ ბათუმიდან გამოგზავნილ კორესპონდენციას-,,ხმა ბათომიდან (გიორგი სააკაძის გასამართლება)". მასში ნათქვამია, რომ გამოთქმა "ჯანაშვილი და ჯამპანია მათნი" ეკუთვნის დამცველ ბ. ქვარიანს.. "ბრალმდებელ ბ. გიორგაძეს სწორედ ის ადგილები ამოუწერია, რაიცა ამცირებს გმირის
ქართული უნივერსიტეტი
| უნივერსიტეტის პირველი კორპუსი გახსნის პერიოდში |
ამ ოციოდე, გინდ ათიოდე წლის წინად ვინ გაიგონებდა ისეთს საშიშროებას, ვით თბილისში უნივერსიტეტის დაარსება, ისიც ქართული ეროვნულის!
მანდატურთუხუცესი მაშინათვე გაჰკივლებდა:არიქათ, რუსეთი იღუპება, ქართველები უნივერსიტეტს იფუძნებენ, ეს მუხთლობაა, სეპარატიზმი, ამბოხიო! მაგრამ დრონი იცვალნენ, ზნენი დაყუჩდნენ, მანდატურთუხუცესები და მხმილავები გაუქმდნენ. მონა ხალხები შეიშმუშნენ, სისხლი გაიხურეს და შეუდგნენ თვითგამორკვევის საქმის მოწყობას, ეროვნული არსის შემოფარგვლას,
წყარო: https://burusi.wordpress.com/
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)
ქართული ფული
ამ უფულობისას უსარგებლო არ იქნება თვალი გადავავლოთ საქართველოს სამეფო ფულის საქმეს.
უწინარეს დრო-ჟამს ფული არ არსებობდა რეწვა, აღებ-მიცემა წარმოებდა ფარდვით ანუ გაცვლა-გამოცვლით. თვით ვაჭრობასაც ჩვენში ფარდვა ერქვა, ხოლო ვაჭარს მოფარდული (მათე. იოანე. ეზეკ.). თვით ფარდი ნიშნავს ტოლს, ფარდვა ტოლობას, იგივეობას ღირსებით. ფარდვით ხელის მონაცვლა შეიძლებოდა მაშინ, როდესაც ცხოვრება იყო სადა, მარტივი… შემდეგ ცხოვრება გართულდა. მოთხოვნილებამ იმატა და საჭირო შეიქმნა სააღებმიცემო ნიშნები ფული.
წყარო: https://burusi.wordpress.com/
Posted by: burusi | 06/05/2010
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)
"მმეფობი ერი"
მუდამ ასრე ყოფილა.
მმეფობი ერი წელში გაშლილია, ცხოვრებას შეჰხარის, ღირსებით მაღლა აღმართული მიდის წინ და თან ვარსკვლავებსა და მნათობებს შეეთამაშება, მიიმართება ისეთის მტკიცე ნაბიჯით, თითქოს გზაა ყოველს შეხვედრით გარეშეს მიაძახოს: ,,გზა დამიცალე, მე ვარ, რომ მოვდივარო!"
სულ სხვაგვარია მონა ერის ყოფა, საქციელი.

https://burusi.wordpress.com/
მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)
ქართველობა
ყოველდღე მომდის "ერთობა", "საქართველო", "სახალხო გაზეთი", "სალი კლდე" და სხვ. ვკითხულობ და ვამაყობ, რომ ვარ ქართველი.
ყოველდღე ჩუღურეთიდამ ვაკემდე დავიარები, გარშემო მესმის წელში გამართული ქართველების ტკბილი ქართული, თავი მომწონს ჩემის ქართველობით.
ხშირად ვხვდები წინანდელ ჩვენ ბატონებს, რომელნიც თავმოკატუნებით და
დროშა გორგასლიანი
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეებიმოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)
ქართველობა
ყოველდღე მომდის "ერთობა", "საქართველო", "სახალხო გაზეთი", "სალი კლდე" და სხვ. ვკითხულობ და ვამაყობ, რომ ვარ ქართველი.
ყოველდღე ჩუღურეთიდამ ვაკემდე დავიარები, გარშემო მესმის წელში გამართული ქართველების ტკბილი ქართული, თავი მომწონს ჩემის ქართველობით.
ხშირად ვხვდები წინანდელ ჩვენ ბატონებს, რომელნიც თავმოკატუნებით და
![]() |
| ბაგრატ III (გელათის ფრესკა) |
წყარო: https://burusi.wordpress.com/
Posted by: burusi | 14/07/2009
მოსე ჯანაშვილი – ბაგრატ მესამე (საქართველოს გაერთიანება)
დიდი ხანი არ არის, ჩვენში თამარ მეფესა და დავით აღმაშენებლის იქით სხვა მეფე არ სწამდათ, და არც ეგულებოდათ რუსთაველის წინამორბედი მწერალი.
ხელმწიფობას იწყებდნენ დავით-გიორგი-თამარით, მწერლობას- რუსთაველით.
ოქროს ხანად საქართველოს უთვლიდნენ მე-XI-სა და მე-XII საუკუნეებს, ხოლო არავინ კითხულობდა, როგორ და ვის მეოხებით შემზადდა და შენივთდა ეს ,,ოქროს საუკუნე", ვინ განამტკიცა საქართველოს გაერთიანების საქმე, ვინ განაბრწყინა საქართველოს

წყარო: https://maraniki.blogspot.com/
Posted by: burusi | 30/06/2009 მოსე ჯანაშვილი – ქართველები და ქართული ისტორია
ქართველები და ქართული ისტორია
"მხნემან, ვით ჩქარმან წყარომან, განხეთქოს მთა და გორია".
დ.გურამიშვილი
აწინდელ დროში განათლებულნი ხალხნი იმისთანა ერს იყვარებენ და პატივს სცემენ, რომელსაც აქვს თავისი ისტორია და ძველთაგანვე შეძენილი სახელი და კულტურა..
სამწუხაროდ ჩვენდა, სახელი ქართველებისა ციაგშია, დაჩრდილულია. ამის მიზეზი ის
წყარო: https://burusi.wordpress.com/
Posted by: burusi | 30/06/2009 მოსე ჯანაშვილი – Mose Janashvili (1855-1934)
დავით აღმაშენებელი (ბაგრატიონი) – David Agmashenebeli (1089-1125)
ვახტანგ გორგასლის შემდეგ საქართველო დაიყო მრავალ სამთავრო-სამეფოებად. მეშვიდე-მეათე საუკუნოებში უკვე არსებობდნენ დამოუკიდებელი სამეფო-სამთავროები კახეთისა, ჰერეთისა, რანისა, აფხაზეთისა, ტაოსი. ქვეყნის დანაწილება და მასთანვე დაძაბუნება-დასუსტებას ხელს უწყობდნენ არაბნი, რომელიც შემოესივნენ საქართველოს, დაიპყრეს მისი ნაწილები, აიღეს სატახტო ქალაქი ტფილისი, მძიმე უღელი დაადეს ერს და დევნა დაუწყეს ქრისტიანებს.
Jun 19, 2011
კონსტანტინე გამსახურდია – “ომი რუხთან”
![]() |
| აფხაზები, გაგარინის ნახატი, 1840 წ. |
თენგიზ ვერულავა
რუხის ციხესთან ომი ყოფილა ოდესღაც. გაღმა ქართველები მდგარან, გამოღმა აფხაზები და თათრები. დიდხანს უტრიალეს თურმე ქართველებმა რუხის ციხეს. მერმე ფალავნურ ბრძოლაზე გადასულან. ქართველებს ვინმე ჩ;ოლოყაშვილი გამოუშვიათ, აფხაზებს ვიღაც ემხვარი. ჩოლოყაშვილი ჭაღარა კაცი ყოფილა, ემხვარი უწვერული ჭაბუკი. და სწორედ იქ, სადაც ჩვენი ბორანია, შეხვდნენ ერთმანეთს თურმე ჩოლოყაშვილი და ემხვარი.
ასე მაინც გავიხსენოთ აფხაზი რუსთველოლოგი დავით ზურაბის ძე ჩქოტუა...
კაი ყმა: რომანოვების მიერ გატანჯული ქართველ-აფხაზი მოაზროვნე და მოღვაწე დავით ზურაბის ძე ჩქოტუა,რუსთველოლოგი, ის გადასახლებაშ;იც რუსთაველზე და მის პოემაზე ფიქრობდა.
სიმონ ჯანაშია, «დავით ჩქოტუა და მისი ნარკვევები რუსთაველის პოემის შესახებ, (გამოქვეყნდა რუსულ ენაზე «ვეფხისტყაოსანის 750 წლისთავისადმი მიძღვნილ კრებულში «რუსთაველის კრებული»,ტფილისი, 1938 წ. ).
თარგმნა გ.მარჯანიშვილმა
დავით ზურაბის ძე ჩქოტუა,წინამდებარე დოკუმენტის ავტორი, აფხაზი, დაიბადა 1849
Jun 4, 2011
ერთ ერთი ლექციის დროს
ერთ ერთი ლექციის დროს, პროფესორმა თავის სტუდენტებს დაუსვა კითხვა:
-ყველაფერი ღმერთის შექმნილია?
-რა თქმა უნდა! უპასუხეს მას სტუდენტებმა.
-ანუ რაც არსებობს ყველაფერი ღმერთის ქმედების ნაყოფია?
-ამაზე დავიც არაა საჭირო… მოესმა პროფესორს
-ანუ ბოროტებაც ღმერთის შექმნილია? რაც ამტკიცებს იმას რომ ღმერთი ბოროტებაა და ღმერთის რწმენა მხოლოდ მითია!

May 20, 2011
სუპერპროვოკაციის ექსპერტი ე. აბრამიანი
May 14, 2011
Apr 25, 2011
ზაურ ბაირამაშვილის ოჯახის „გასხლინევი დადაშაი“ (აღდგომას ინგილოურად „გასხლინება“ ჰქვია)
დადაშის ახდა |
ფოტოები გადაღებულია ზაური ბაირამაშვილის ოჯახში(კახი, „თიზირი“, მთისძირი უბანია კახში), აღდგომა დღის დადაშაზე ჩვენებურად „გასხლინევი დადაშაი“ დღეობაზე (აღდგომას ინგილოურად „გასხლინება“ ჰქვია (მარხვის დასასრული, ხსნილი–––სხნილი–––სხლინი აქედან გასხლინევაი ანუ გახსნილობა)
დადაშა უბრალო ზედაშე არ არის. აქ ჩვენთან დადაშაში ღვინის ჩასხმა, მარხვის დასასრულამდე ,,გასხლინებისათვის”ლოდინი და შემდეგ ,,გასხლინებისას” მისი ახდა, დიდ რიტუალს წარმოადგენდა და ეს ერთჯერადი აქტი არ იყო მხოლოდ. ყველა
Apr 23, 2011
ქურმუხის დიდი საყდარი
მ ი მ ა რ თ ვ ა
გაცნობებთ, რომ კახის რაიონში მცხოვრები ქართველები ვართ მართმადიდებელი ქრისტიანები. რაიონში მრავალი მართმადიდებლური ეკლესიებია, მათ შორის ყველაზე გამორჩეული და რელიგიური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონეა ქურმუხის წმ.გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი. ეს ეკლესია ისტორიულად და დღესაც რაიონში მცხოვრები ქართველების შემწე და მფარველია და თითეული ქართველისათვის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს.
გაცნობებთ, რომ კახის რაიონში მცხოვრები ქართველები ვართ მართმადიდებელი ქრისტიანები. რაიონში მრავალი მართმადიდებლური ეკლესიებია, მათ შორის ყველაზე გამორჩეული და რელიგიური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონეა ქურმუხის წმ.გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი. ეს ეკლესია ისტორიულად და დღესაც რაიონში მცხოვრები ქართველების შემწე და მფარველია და თითეული ქართველისათვის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს.მიმართვა /კახი /26/10/2007
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუცია,
მუხლი 48: ყველას აქვს სინდისის თავისუფლების უფლება
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია:
მუხლი 9. 1. ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელეგიის თავისუფლების უფლება; ეს უფლება მოიცავს რელეგიისა და რწმენის გაცვლის თავისუფლებას მარტო თუ სხვებთან კავშირში და საჯაროდ თუ კერძოდ, თავისუფლებას გამოამჟღავნოს მისი რელეგია ან რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, რიტუალების შესრულებითა და დაცვით.
ყველას მოეხსენება, რომ დიდ საყდართან დაკავშირებული პრობლემები დღეს არ დაწყებულა. ისიც ცნობილია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, არაერთხელ დაარღვია მართლმადიდებელი ქართველების უფლებები და უკვე რამოდენიმე წელია, კულტურის სამინისტროს ზოგიერთი ხელმძღვანელის მხარდაჭერით, ცდილობს წაგვართვას ქურმუხის დიდი საყდარი და იქ მუზეუმი გაგვიხსნას(!).

Apr 19, 2011
ხალხური რეწვა: ხოკერი და საჩეჩელი
.ეს საჩეჩელი და ხოკერი ჩემს ბებია, კატი (ეკატერინე) ნუროშვილს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს, თუ რამდენი წლის წინ არის გაკეთებული ეს ნივთები, თუმცა სულ ცოტა 70-80 წლის მაინც იქნებიან (ბებიაჩემი 1900 წელს იყო დაბადებული. სადღაც 1917 წლისთვის ის უკვე გათხოვილი იყო და მას გათხოვების დროიდან ჰქონდა ეს ნივთები).
მ. ნუროშვილი / კახი
Apr 13, 2011
ხალხური რეწვა (საინგილო)
ეძღვნება იმ ქალების ხსოვნას, რომლებმაც არა მარტო შეინარჩუნეს ეს ხელსაქმე, არამედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საინგილოში ქართველობისა და ქრისტიანობის გადარჩენაში უმთავრესი როლი სწორედ ამ ინგილო ქალებმა შეასრულეს.
Apr 11, 2011
ქურმუხის დიდი საყდრის 19 საუკუნის წარწერიანი ქვა

აი ტექსტი: << მას ჟამსა ოდეს ვიხილე სხვათა სჯულითა ხელითა აოხრება წმინდა მოწამე გიორგის ქურმუხის საყდრისა გულში განმიარა ფიქრმა აღვაშენო ნანგრევებზე ახალი სალოცავი მადლითა ღვთისათა აღმისრულდა ეს ფიქრი 4 აპრილსა 1877 წელსა დანიელ რუშან ნადირაშვილი ალიბეგლოელი >>
ეს ქვა დაახლოებით 1979 წელს დიდი საყდრის ახლოს შემთხვევით აღმოაჩინა კახის მკვიდრმა ბატონმა გოგი ხუციშვილიმა (იგი სახელოვანი ხუციშვილების ღირსეული წარმომადგენელი იყო. სულ ახლახანს გარდაიცვალა)მან მამაჩემთან ერთად აგვიყვანა დიდ საყდარზე და გვაჩვენა ეს ქვა (თუ არ ვცდები 1989, ან 1990–ში). მაშინ გადავუღე ეს ფოტო. 1996-97 წლამდე ეს ქვა ჯერ კიდევ იქ იყო. სმწუხაროდ, ისევე როგორ სხვა მრავალი წარწერიანი ქვა, ეს ქვაც, ჩვენი (პირადად ჩემიც) დაუდევრობის შედეგად, ქართულ კვალზე ,,მონადირე’ შოვინისტებმა, რენეგატების დახმარებით გააქრეს.

თუმცა ვფიქრობ, რომ ისტორისათვის ის მაინც არ არის დაკარგული, რადგან არსებობს ფოტო და არიან თვითმხილველები და ეს მნიშვნელოვანია, უბრალოდ ამ ფაქტით ქართველი ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები უნდა დაინტერესდენ. ვფიქრობ ქურმუხის დიდი საყდრის ისტორიისათვის ეს ყურადსაღები ფაქტია.
საინტერესოა, რომ დანიელ ნადირაშვილის მიერ 1877 წელს აღდგენილი ეკლესიის ადგილას, სულ რაღაც 14 წლის შემდეგ, ხელახლა აშენდა ახალი ეკლესია. არსებობს მასალა, სადაც დანიელ ნადირაშვილის შვილი ამბობს, რომ მამამისის აშენებული პატარა ეკლესია, სოფლის მოსახლეობისა და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების გადაწყვეტილებით დაანგრიეს და დღევანდელი, უფრო დიდი და ლამაზი ააშენეს.
სასწრაფოდ არის საჭირო ამ ფაქტისთვის ყურადღების მიქცევა, რადგან ყველაფერი რომ განზე გადავდოთ, სულ ახლახან 2-3 წლის წინ ჩვენმა აზერბაიჯანელმა ,,მეცნიერებმა’’ აწარმოეს ,,გათხრები’’ (რაც გამოიხატა იმაში, რომ ერთ დღეში ეკლესიის სამხრეთ

„სამეცნიერო“ გათხრები
საძირკველთან გათხარეს დაახლოებით 3-4 მ. სიგრძის, 0,5 მ, სიღრმის და 0,5 სიგანის არხი და სულ რაღაც ერთ საათში ძველი მეოთხე საუკუნის ალბანური ტძრის საძირკველი ,,აღმოაჩინეს”.
მაშინ გადათხარეს, გადაუღეს ვიდეოები, სურათები და კახიდან სასწრაფოდ გაემგზავრნენ (დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მზად ექნებათ დიდი ნაშრომები თავისი ,,საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული” დამამტკიცებელი მასალით).
მე ვნახე ეს საძირკველი და დიდი ალბათობით შეიძლება ის, სწორედ დანიელ ნადირაშვილის აგებული საყდრის საძირკველი იყოს.
მალხაზ ნუროშვილი

„
კახი
04/11/2011

აი ტექსტი:
<< მას ჟამსა ოდეს ვიხილე სხვათა სჯულითა ხელითა აოხრება წმინდა მოწამე გიორგის ქურმუხის საყდრისა გულში განმიარა ფიქრმა აღვაშენო ნანგრევებზე ახალი სალოცავი მადლითა ღვთისათა აღმისრულდა ეს ფიქრი 4 აპრილსა 1877 წელსა დანიელ რუშან ნადირაშვილი ალიბეგლოელი >>
ეს ქვა დაახლოებით 1979 წელს დიდი საყდრის ახლოს შემთხვევით აღმოაჩინა კახის მკვიდრმა ბატონმა გოგი ხუციშვილიმა (იგი სახელოვანი ხუციშვილების ღირსეული წარმომადგენელი იყო. სულ ახლახანს გარდაიცვალა)
მან მამაჩემთან ერთად აგვიყვანა დიდ საყდარზე და გვაჩვენა ეს ქვა (თუ არ ვცდები 1989, ან 1990–ში). მაშინ გადავუღე ეს ფოტო. 1996-97 წლამდე ეს ქვა ჯერ კიდევ იქ იყო. სმწუხაროდ, ისევე როგორ სხვა მრავალი წარწერიანი ქვა, ეს ქვაც, ჩვენი (პირადად ჩემიც) დაუდევრობის შედეგად, ქართულ კვალზე ,,მონადირე’ შოვინისტებმა, რენეგატების დახმარებით გააქრეს.![]() |
თუმცა ვფიქრობ, რომ ისტორისათვის ის მაინც არ არის დაკარგული, რადგან არსებობს ფოტო და არიან თვითმხილველები და ეს მნიშვნელოვანია, უბრალოდ ამ ფაქტით ქართველი ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები უნდა დაინტერესდენ. ვფიქრობ ქურმუხის დიდი საყდრის ისტორიისათვის ეს ყურადსაღები ფაქტია.
საინტერესოა, რომ დანიელ ნადირაშვილის მიერ 1877 წელს აღდგენილი ეკლესიის ადგილას, სულ რაღაც 14 წლის შემდეგ, ხელახლა აშენდა ახალი ეკლესია. არსებობს მასალა, სადაც დანიელ ნადირაშვილის შვილი ამბობს, რომ მამამისის აშენებული პატარა ეკლესია, სოფლის მოსახლეობისა და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების გადაწყვეტილებით დაანგრიეს და დღევანდელი, უფრო დიდი და ლამაზი ააშენეს.

„სამეცნიერო“ გათხრები
საძირკველთან გათხარეს დაახლოებით 3-4 მ. სიგრძის, 0,5 მ, სიღრმის და 0,5 სიგანის არხი და სულ რაღაც ერთ საათში ძველი მეოთხე საუკუნის ალბანური ტძრის საძირკველი ,,აღმოაჩინეს”.
მაშინ გადათხარეს, გადაუღეს ვიდეოები, სურათები და კახიდან სასწრაფოდ გაემგზავრნენ (დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მზად ექნებათ დიდი ნაშრომები თავისი ,,საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული” დამამტკიცებელი მასალით).
მე ვნახე ეს საძირკველი და დიდი ალბათობით შეიძლება ის, სწორედ დანიელ ნადირაშვილის აგებული საყდრის საძირკველი იყოს.
მალხაზ ნუროშვილი
![]() |
| „ |
კახი
04/11/2011
Subscribe to:
Posts (Atom)