Jul 23, 2011

მალხაზ ერქვანიძე - ქართული გალობა, როგორც მოწოდება XXI საუკუნის საქართველოსადმი

მალხაზ ერქვანიძე
ქართული გალობა, როგორც მოწოდება XXI საუკუნის საქართველოსადმი საქართველოში სამგალობლო ტრადიციების წყვეტამ ბუნებრივად წარმოშვა სამგალობლო მეცნიერებისა და ზოგადად გალობის დაკნინება. ანუ მოიშალა ძველქართული მუსიკალური სისტემა, რომელშიც იგულისხმება: 1. გალობის კანონიკური ჰანგი. 2. კანონიკური ჰანგის კანონიკური საშემსრულებლო ხერხები. 3. დასდებლის მეცნიერება. 4. სამ ხმაში აზროვნება. 5. რვა ხმის სისტემა. 6. ქართულ ბგერათწყობა – კილოს ინტონირების საკითხი. 7. კილოში აზროვნება. 8. საეკლესიო კითხვა. ქართული ტრადიციული, კანონიკური, სამხმიანი გალობის აღდგენა მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო საქართველოს მართლმადიბებელ ეკლესიაში. მას შემდეგ თითქმის ოცდახუთმა წელმა განვლო. დაახლოებით ერთი საუკუნე ჰქონდა აკრძალული მას

Jul 20, 2011

მოსე ჯანაშვილი – “საქართველოს დროშა”

საისტორიო პატარა ცნობა

ფარნავაზმა საქართველო ცხრა მისადევრად გაანაწილა და ყველას დაუდგინა ერისთავი. ეს მისადევრები ანუ საერისთავოები იყვნენ:
1-ლი: რიონის დასავლეთი შავ ზღვამდე და ეგრისის წყლამდე სვანეთითურთ.
2-ე: რიონსა და ღადო-მთის შორისი მცირე ლიხიდამ ზღვამდე. შორაპანი შეიქმნა მისადევრის სატახტოდ.
3-ე: კახეთ-კუხეთ-ჰერეთი.
4-ე: ხუნანი, ბერდუჯსა (დებედას) და მტკვარს შუა ტფილისამდე.
5-ე: სამშვილდე ვერის-წყლიდან ფარავნამდე აბოცითურთ.
6-ე: წუნდა, მტკვრის აღმოსავლეთი ფარავნამდე და თავამდე მტკვრისა.
7-ე: ოძრახოს, ტაშისკარს ზეითი ზღვამდე და ჭოროხამდე გურიითურთ.
8-ე: კლარჯეთი ზღვამდე.
9-ე: შიდა-ქართლი.

მოსე ჯანაშვილი – “მარიამ დედოფალი”


მარიამ დედოფალი ხანჯლით ჰკლავს 
გენერალ ი. პ. ლაზარევს, 1803 წ


მარიამი გიორგი ციციშვილის ქალი იყო. მეფე გიორგი მეთორმეტეს პირველი ცოლი რომ გარდაეცვალა, შეირთო ეს მარიამ ციციშვილი, ლამაზი, ჯერ ისევ ნორჩი და მეტისმეტად მტკიცე ხასიათის ქალი.
 მარიამი დაქვრივდა 1800 წელს და დარჩა წვრილი შვილები:მიხეილი (7 წლისა), ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი, თამარ და ანა.
 ათას რვაას სამის წლის თორმეტ აპრილს, კვირა დღეს, ამათ დედითურთ ტკბილად ეძინათ სამეფო სასახლეში.
 რიჟრაჟდებოდა, ბინდს სინათლე ედავებოდა.