Apr 13, 2011

ხალხური რეწვა (საინგილო)

   ეძღვნება იმ ქალების ხსოვნას, რომლებმაც არა მარტო შეინარჩუნეს ეს ხელსაქმე, არამედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საინგილოში ქართველობისა და ქრისტიანობის გადარჩენაში უმთავრესი როლი სწორედ ამ ინგილო ქალებმა შეასრულეს.

Apr 11, 2011

ლეგენდა დიდ საყდარზე

 ლეგენდის თამახმად ერთ ურჯულო მარილით მოვაჭრეს ეჭვი შეუტანია დიდი საყდრის წმინდა გიორგის ძალაში და ამის ნიშნად დაცინვით ტილი დაუდვია და უთქვია-აი, შენ ცხვრის მაგივრად ამ მკბენარას შემოგწირავ და ვნახოთ რას მიზამო– სიტყვების დასრულებაც კი ვერ

ქურმუხის დიდი საყდრის 19 საუკუნის წარწერიანი ქვა



 აი ტექსტი:

 << მას ჟამსა ოდეს ვიხილე სხვათა სჯულითა ხელითა აოხრება წმინდა მოწამე გიორგის ქურმუხის საყდრისა გულში განმიარა ფიქრმა აღვაშენო ნანგრევებზე ახალი სალოცავი მადლითა ღვთისათა აღმისრულდა ეს ფიქრი 4 აპრილსა 1877 წელსა დანიელ რუშან ნადირაშვილი ალიბეგლოელი >>


ეს ქვა დაახლოებით 1979 წელს დიდი საყდრის ახლოს შემთხვევით აღმოაჩინა კახის მკვიდრმა ბატონმა გოგი ხუციშვილიმა (იგი სახელოვანი ხუციშვილების ღირსეული წარმომადგენელი იყო. სულ ახლახანს გარდაიცვალა)
მან მამაჩემთან ერთად აგვიყვანა დიდ საყდარზე და გვაჩვენა ეს ქვა (თუ არ ვცდები 1989, ან 1990–ში). მაშინ გადავუღე ეს ფოტო. 1996-97 წლამდე ეს ქვა ჯერ კიდევ იქ იყო. სმწუხაროდ, ისევე როგორ სხვა მრავალი წარწერიანი ქვა, ეს ქვაც, ჩვენი (პირადად ჩემიც) დაუდევრობის შედეგად, ქართულ კვალზე ,,მონადირე’ შოვინისტებმა, რენეგატების დახმარებით გააქრეს.

თუმცა ვფიქრობ, რომ ისტორისათვის ის მაინც არ არის დაკარგული, რადგან არსებობს ფოტო და არიან თვითმხილველები და ეს მნიშვნელოვანია, უბრალოდ ამ ფაქტით ქართველი ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები უნდა დაინტერესდენ. ვფიქრობ ქურმუხის დიდი საყდრის ისტორიისათვის ეს ყურადსაღები ფაქტია.

საინტერესოა, რომ დანიელ  ნადირაშვილის მიერ 1877 წელს აღდგენილი ეკლესიის ადგილას, სულ რაღაც 14 წლის შემდეგ, ხელახლა აშენდა ახალი ეკლესია. არსებობს მასალა, სადაც დანიელ ნადირაშვილის შვილი ამბობს, რომ მამამისის აშენებული პატარა ეკლესია, სოფლის მოსახლეობისა და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების გადაწყვეტილებით დაანგრიეს და დღევანდელი, უფრო დიდი და ლამაზი ააშენეს.

სასწრაფოდ არის საჭირო ამ ფაქტისთვის ყურადღების მიქცევა, რადგან ყველაფერი რომ განზე გადავდოთ, სულ ახლახან 2-3 წლის წინ ჩვენმა აზერბაიჯანელმა ,,მეცნიერებმა’’ აწარმოეს ,,გათხრები’’ (რაც გამოიხატა იმაში, რომ ერთ დღეში ეკლესიის სამხრეთ 

„სამეცნიერო“ გათხრები 


საძირკველთან გათხარეს დაახლოებით 3-4 მ. სიგრძის, 0,5 მ, სიღრმის და 0,5 სიგანის არხი და სულ რაღაც ერთ საათში ძველი მეოთხე საუკუნის ალბანური ტძრის საძირკველი 
,,აღმოაჩინეს”.


მაშინ გადათხარეს, გადაუღეს ვიდეოები, სურათები და 
კახიდან სასწრაფოდ გაემგზავრნენ (დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მზად ექნებათ დიდი ნაშრომები თავისი ,,საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული” დამამტკიცებელი მასალით).
მე ვნახე ეს საძირკველი და დიდი ალბათობით შეიძლება ის, სწორედ  დანიელ ნადირაშვილის აგებული საყდრის საძირკველი იყოს.

მალხაზ ნუროშვილი
კახი

04/11/2011











კახის ქართული კულტურის ცენტრი

კახის ქართულ ცენტრს არანაირი დაფინანსება არ ჰქონდა. ჩვენ 7-8 წლის ანმავლობაში ანაზღაურების გარეშე ვმუშაობდით. ეს ცენტრი ერთად-ერთი დამოუკიდებელი ქართული ორგანიზაცია იყო. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონებს ვემორჩილებოდით. კორუმპირებული და შოვინისტი ჩინოვნიკები ვერ ახერხებდნენ ჩვენს ცენტრზე კონტროლის დამყარებას. მთავარიც სწორედ ეს იყო.
ცენტრში სრულიად თავისუფალი ქართული გარემო გვქონდა შექმნილი და სწორედ ეს

სურათების ფილმი

ინგილოურ სიმღერაზე (არაწი)


by Malkhaz Nuroshvili on 2011 წლის 15 02, სამშაბათი, 12:20-ზე

     კი ბატონო, თუ კი გარკვეული ადამიანები  ე. წ. ინგილოური “პატრიოტიზმის”  გამო თვლიან, რომ საჭიროა საინგილოს ისტორიის “კეთილი განზრახვით” შელამაზება,  მაგ. ივან-ბაბას ივან-პაპად წარმოჩენა, დაჯინებით ინგილოს ჰერელით ჩანაცვლება, ჩემი სიმღერების ინგილოთა ხალხურ სიმღერებად გასაღება,  საქართველოს ქართველების წინაშე  “ჰერელების”  სრულფასოვანი და აქტიური ცხოვრების  ილუზიის შექმნა დაუსახავთ მიზნად და ასეთი მოღვაწეობა მიაჩნიათ დიდ პატრიოტულ საქმედ და ჰგონიათ, რომ ჰერელის წამდაუწუმ ხსენებით შეიცვლება ტრაგიკული მოვლენებითა და ისტორიული გარემოებების შედეგად საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ზედწოდება, ეს მათი პრობლემაა, თუმცა ამ „მათ პრებლემას" ძალზე დიდი ზიანი მოაქვს საინგილოსთვის.

ინგილოური ზღაპრები


by Malkhaz Nuroshvili on 2011 წლის 18 02, პარასკევი, 21:47-ზე

კატა და ლომი
/,,საინგილო”     მ.ჯანაშვილი/
  
    ესახნავეს კატა წაუყვანია სახნავზე და წასულა.
      კატას იქვე სახნავზე,  ტყის პირას უნადირია, ჩიტები და თაგვები დაუჭერია, უცბად იქვე ბუჩქებიდან ლომი გამოვარდნილა.
      _ გამარჯობა ძმაო!
      _ გაგიმარჯოს!

კახის ეკლესიის უახლოესი ისტორია


by Malkhaz Nuroshvili on 2011 წლის 25 02, პარასკევი, 11:34-ზე

მამა იოანე (აბასაშვილი)
მინდა გაგაცნოთადამიანირომელმაც  მიუხედავად მოღვაწეობის მოკლე პერიოდისამანაქსაინგილოშითავისი სიტყვა ნამდვილად თქვა და მინდა ყველამ იცოდეს მისი ღვაწლისშესახებარ არის აუცილებელი ადამიანი ღრმად მოხუცდესგარდაიცვალოს და მერედავინახოთ მისი ღვაწლი და დავაფასოთ (შეძლება საერთოდ ვერც დავინახოთ). ისახალგზრდა და განათლებული ადამიანია და დღეს ვეჯინის მონასტერში განაგრძობსმოღვაწეობასყოველთვის მინდოდა მის შესახებ ბევრ ადამიანს სცოდნოდა, მაგრამ მხოლოდ ახლა, ბატონი გიორგი მარჯანიშვილის წყალობით მომეცა ამის გაკეთების საშუალება.
როდესაც მამა იოანე (აბასაშვილი) კახის ეკლესიაში, გაამწესეს (2002 წელი, კახის მოქმედი ეკლესია ძალზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა

ბატონო რატი


by Malkhaz Nuroshvili on 2011 წლის 24 02, ხუთშაბათი, 0:14-ზე

იცით რა, არა მგონია მთლად მასე იყოს საქმე, თვითონ ის ფაქტი, რომ საკუთარი თავისა და ერის მიმართ შესაძლებელია ასე კრიტიკულად საუბარი საჯაროდ (საქართველოში ბევრი იწერება, იმართება დისკუსიები  ასეთ თემებზე), უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნამდვილად განვსხვავდებით თქვენ მიერ ჩამოთვლილი ერებისაგან.
საზოგადოება ნამდვილად არ არის ერთგვაროვანი და ყველაფრის განზოგადება მე