წყარო: https://burusi.wordpress.com/
04/02/2010
შემოსილ მეინახე-მგლოვარს მხოლოდ ისღა გრჩება სანუგეშოდ, რომ შენი საყვარელი არსება არ მომკვდარა, არამედ მხოლოდ განუსვენია და ტკბილად დაუძინია. კაცი რჩეული, კეთილად მშრომელი მოღვაწე და მქადაგებელი არა კვდება. თვით ხორციელი სიკვდილი შარავანდოსან ჰყოფს მის სულიერს ნამუშაკარს. სიტყვა და ქადაგება მისი არის მის-მიერვე და მისდავე აგებული ხელთუქმნელი და უხრწნელი ძეგლი, მარადჟამ ჩვენი მანუგეშებელი და გამამხნევებელი..



