Apr 23, 2011

ქურმუხის დიდი საყდარი

მ ი მ ა რ თ ვ ა


    გაცნობებთ, რომ კახის რაიონში მცხოვრები ქართველები ვართ მართმადიდებელი ქრისტიანები. რაიონში მრავალი მართმადიდებლური ეკლესიებია, მათ შორის ყველაზე გამორჩეული და რელიგიური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონეა ქურმუხის წმ.გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი. ეს ეკლესია ისტორიულად და დღესაც რაიონში მცხოვრები ქართველების შემწე და მფარველია და თითეული ქართველისათვის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს.

მიმართვა /კახი /26/10/2007

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუცია,
მუხლი 48: ყველას აქვს სინდისის თავისუფლების უფლება

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია:
მუხლი 9. 1.   ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელეგიის თავისუფლების უფლება; ეს უფლება მოიცავს რელეგიისა და რწმენის გაცვლის თავისუფლებას მარტო თუ სხვებთან კავშირში და საჯაროდ თუ კერძოდ, თავისუფლებას გამოამჟღავნოს მისი რელეგია ან რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, რიტუალების შესრულებითა და დაცვით.

ყველას მოეხსენება, რომ დიდ საყდართან დაკავშირებული პრობლემები დღეს არ დაწყებულა. ისიც ცნობილია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ბოლო სამი-ოთხი წლის  განმავლობაში, არაერთხელ დაარღვია მართლმადიდებელი ქართველების უფლებები და უკვე რამოდენიმე წელია, კულტურის სამინისტროს ზოგიერთი ხელმძღვანელის მხარდაჭერით, ცდილობს წაგვართვას ქურმუხის დიდი საყდარი და იქ მუზეუმი გაგვიხსნას(!).

Apr 19, 2011

ხალხური რეწვა: ხოკერი და საჩეჩელი


ხოკერ(ი)სვეს მცენარისგან დაწნული მრგვალი, დაახლოებით 25–30 სმ. დაიმეტრის, საქსოვი მასალის შესანახი ყუთია (დიდი ზომის და თავსახურავიანებიც არსებობდა)
.ეს საჩეჩელი და ხოკერი ჩემს ბებია, კატი (ეკატერინე) ნუროშვილს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს, თუ რამდენი წლის წინ არის გაკეთებული ეს ნივთები, თუმცა სულ ცოტა 70-80 წლის მაინც იქნებიან (ბებიაჩემი 1900 წელს იყო დაბადებული. სადღაც 1917 წლისთვის ის უკვე გათხოვილი იყო და მას გათხოვების დროიდან ჰქონდა ეს ნივთები).
მ. ნუროშვილი / კახი