by Malkhaz Nuroshvili on 2011 წლის 15 02, სამშაბათი, 12:20-ზე
კი ბატონო, თუ კი გარკვეული ადამიანები ე. წ. ინგილოური “პატრიოტიზმის” გამო თვლიან, რომ საჭიროა საინგილოს ისტორიის “კეთილი განზრახვით” შელამაზება, მაგ. ივან-ბაბას ივან-პაპად წარმოჩენა, დაჯინებით ინგილოს ჰერელით ჩანაცვლება, ჩემი სიმღერების ინგილოთა ხალხურ სიმღერებად გასაღება, საქართველოს ქართველების წინაშე “ჰერელების” სრულფასოვანი და აქტიური ცხოვრების ილუზიის შექმნა დაუსახავთ მიზნად და ასეთი მოღვაწეობა მიაჩნიათ დიდ პატრიოტულ საქმედ და ჰგონიათ, რომ ჰერელის წამდაუწუმ ხსენებით შეიცვლება ტრაგიკული მოვლენებითა და ისტორიული გარემოებების შედეგად საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ზედწოდება, ეს მათი პრობლემაა, თუმცა ამ „მათ პრებლემას" ძალზე დიდი ზიანი მოაქვს საინგილოსთვის.