Dec 8, 2011

ამბროსი ხელაია: “სიტყვა წარმოთქმული ილია მართლის ცხედრის წინაშე!”


 „ბურუსი“ თენგიზ ვერულავა      
       
ვკადნიერდები და ვბედავ ამ დიდებული ცხედრის წინაშე ვსთქვა ორიოდე სიტყვა.
დღეს მთელი საქართველო დასტირის დიდებული მამულის შვილის ცხედარს. დღეს საქართველომ დაჰკარგა უდიდესი მგოსანი, საუცხოვო და თავდადებული საზოგადო მოღვაწე, სიამაყე ლიტერატურისა. არა გვყავს ილია ჭავჭავაძე – მოჭირნახულე თავის ერისა. ის მოიკლა ბარბაროსების ბინძურის ხელით.
მაგრამ მოკვდა კი დიდებული ილია? “იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაი” (გამოცხადება 2,10). – გვიბრძანებს ჩვენ უფალი მოციქული იოანნე ღვთისმეტყველის